ინგა გრიგოლიამ კვლავ გადაწყვიტა პირად ცხოვრებაზე საუბარი. ეკა ხოფერიასთან სტუმრობისას მან თავის ამჟამინდელ და ძველ სიყვარულზე ისაუბრა. იმის მიუხედავად, რომ ტელეწამყვანი არ ასახელებს მისი რჩეულის სახელსა და გვარს, მის შესახებ დიდი გატაცებით საუბრობს - მისი საყვარელი მამაკაცი ექიმია. მისგან განსხვავებით, მისი პარტნიორი "ძალიან მშვიდია, საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა და რას ამბობენ პოლიტიკოსები". ერთადერთი მიზეზი კი, რის გამოც მის გადაცემებს უყურებს, ის არის, რომ გადაცემის შემდეგ ინგას ვიზუალი შეაფასოს.
იმის მიუხედავად, რომ გრიგოლია საყვარელ მამაკაცზე აღტაცებით საუბრობს, ამბობს, რომ გათხოვებას არ აპირებს.
ამავე სატელევიზიო შოუში ინგა გრიგოლიამ ძველი სიყვარულიც გაიხსენა და მოყვა, თუ როგორ იძია შური მასზე.
"ეს იყო რამდენიმე წლის წინ, "იმედში" მუშაობისას. გადაცემისთვის გავაკეთეთ პრომო პლაკატები. ამ დროს ჩემს შეყვარებულთან უკვე ძალიან დაძაბული მაქვს მდგომარეობა და გადავწყვიტეთ, რომ მის სახლთან, უზარმაზარ ბილბორდზე ჩემი პოსტერი გამოგვეკრა. მოკლედ, მთელი 1 წელი, დილით რომ ადგებოდა და აივანზე გადიოდა, იქიდან მე ვუყურებდი. ეს იყო საუკეთესო შურისძიება, რაც კი ოდესმე ვინმესთვის გამიკეთებია.
აი, იცი რითი ვტკბებოდი? მე ხომ ვიყავი ცოფი, მაგრამ რომ წამორმოვიდგენდი, რომ ის, დილით დგებოდა, აივანზე გადიოდა და ჩემს პლაკატს ხედავდა, აი ეს მანიჭებდა სიამოვნებას", - ყვება ინგა გრიგოლია.