საქართველოში წუხელ მიწისძვრა მოხდა

საქართველოში წუხელ მიწისძვრა მოხდა

საქართველოში წუხელ მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ"ინტერპრესნიუსს" ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიურ ცენტრში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, მიწისძვრა წუხელ, 01:15 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ახალციხიდან 11 კილომეტრში მდებარე სოფელ გურკელში იყო.

ბიძგების სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა. მას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია