რისი გადაღება ჰქონდათ აკრძალული მაიდანზე ჟურნალისტებს და რა დაინახა ქეთი ქარდავამ ბერკუტელის ტელეფონში

რისი გადაღება ჰქონდათ აკრძალული მაიდანზე ჟურნალისტებს და რა დაინახა ქეთი ქარდავამ ბერკუტელის ტელეფონში

საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დიდი შრომისა და საკუთარი სიცოცხლის ფასად ჟურნალისტი ქეთი ქარდავა აწვდიდა, რომელსაც არც დამცავი ჟილეტი ეცვა და არც ქუდი ეხურა. მიუხედავად ამისა, შეძლო და ქართველ მაყურებელს მისცა ისეთი კადრების ნახვის შესაძლებლობა, რაც, წმინდა ადამიანური გაგებით, მისთვის რთულად აღსაქმელი იყო. სანამ ქეთი საქართველოში აქტიურ ჟურნალისტიკას დაუბრუნდებოდა, ის ბრიუსელში ''პირველი არხის'' ევროპული ბიუროსთვის მუშაობდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბიურო დაიხურა და ქეთის დაბრუნება მოუხდა. ჟურნალისტს მაიდნის ამბების მოსაყოლად შევხვდით.

- ლატვიის პრეზიდენტთან ექსკლუზიური ინტერვიუ მქონდა შეთანხმებული, მის ჩასაწერად ვიყავი წასული რიგაში. იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინაში პერიოდულად იძაბებოდა სიტუაცია, იმ კონკრეტულ მომენტში ჩვენი კორესპონდენტებიდან იქ არავინ იყო, ვიფიქრეთ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. საქართველოში უკრაინის გავლით უნდა ჩამოვფრენილიყავი, 8 საათი მქონდა შუალედი და გადავწყვიტეთ, რომ ამ დროის განმავლობაში გავსულიყავი მაიდანზე, ჩამეწერა ხალხი, მენახა, რა სიტუაცია იყო და მერე მიმეღო გადაწყვეტილება წასვლა-დარჩენის შესახებ. ჩავდგი თუ არა აეროპორტში ფეხი, იმ წუთასვე მივხვდი, რომ იქ დავრჩებოდი. იმ დღეს რომ ვნახე, ისეთი ცარიელი აეროპორტი არსად მინახავს. ტაქსის მძღოლმა რომ გაიგო ჩვენი წარმომავლობის შესახებ, ძალიან გაუხარდა, მოგვიყვა ყველაფერს, რაც კი იცოდა, კარგი პროდიუსერივით მაიდანზე მისვლამდე მოვლენების საქმის კურსში ჩაგვაყენა, ეცადა, მაქსიმალურად ახლოს მივეყვანეთ ცენტრთან და სადამდეც შესაძლებელი იყო, მივიდა კიდეც. ბრძოლის ველზე ფუნიკულიორით გადავედით, რომ დავინახე ეს გადამწვარ-განადგურებული მაიდანი, თავი კინოში მეგონა. სასტუმროში მიუსვლელად დავიწყეთ მუშაობა. ყველა ჟურნალისტს ეცვა ჯავშანჟილეტი, რომელსაც ''ტვ'' ან ''პრესა'' ეწერა და ასევე ეხურათ ქუდი. მოუმზადებლად მოვხვდი კიევში და ეკიპირება არ მქონდა, შესაბამისად, არც ჟილეტი მეცვა და არც ქუდი მეხურა. გარდა ამისა, ჩაცმულობის მხრივაც აქციისთვის შეუფერებლად ვიყავი გამოწყობილი, მეცვა ქუსლიანი ფეხსაცმელი, შავი ქვედაბოლო და პიჯაკი. ჩემმა კოლეგებმა რომ დამინახეს, ხუმრობდნენ, აქციაზე კი არა, შენ მგონი ''ბაფტაზე'' ან ''ოსკარების'' გასაშუქებლად ხარ ჩამოსულიო. ძალიან მინდოდა, ბოტასი მეყიდა, მაგრამ მთელ ქალაქში არაფერი მუშაობდა და ვერაფერი მოვახერხე. პირველი ჩართვის შემდეგ უამრავი შეტყობინება მივიღე, სადაც მწერდნენ, ფრთხილად იყავიო და მეკითხებოდნენ, რატომ არ მეცვა ჟილეტი. სწორედ ამ მიზეზით ტელევიზია კატეგორიულად მთხოვდა უკან დაბრუნებას, მაგრამ ბოლომდე გავუწიე წინააღმდეგობა და იქ დავრჩი შაბათამდე, იქამდე, სანამ მივლინება მქონდა. კვირას კი რადამ იანუკოვიჩი გადააყენა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები