მოსკოვში ქართველმა მამაკაცმა შეყვარებული მოკლა და გვამით პოლიციაში გამოცხადდა

მოსკოვში ქართველმა მამაკაცმა შეყვარებული მოკლა და გვამით პოლიციაში გამოცხადდა

მამაკაცი თავად გამოცხადდა პოლიციაში მანქანით, რომლის საბარგულშიც გარდაცვლილის გვამი იყო მოთავსებული.

მოსკოვში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ მეგობარი გოგონა მოკლა და შემდეგ თავად ჩაბარდა პოლიციას. ინფორმაციას ტელეკომპანია НТВ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის ქართველმა მამაკაცმა მეგობარ გოგონას, რომელიც წარმოშობით უზბეკეთიდან იყო, კამათისას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა.

ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, მამაკაცი თავად გამოცხადდა პოლიციაში მანქანით, რომლის საბარგულშიც გარდაცვლილის გვამი იყო მოთავსებული.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია