ქართული თეატრის სექსსიმბოლო: ''ნაადრევ სქესობრივ ცხოვრებას არ მივესალმები''

ქართული თეატრის სექსსიმბოლო: ''ნაადრევ სქესობრივ ცხოვრებას არ მივესალმები''

ახმეტელის თეატრი გვთავაზობს ახალ სპექტაკლს თამამი სახელწოდებით - ''ტრუსები''. ჩვენ ტრუსების შემგროვებელი მთავარი გმირი სოფია სებისკვერაძე პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავწერეთ, სპექტაკლს ერთი ინტრიგა უკავშირდება, მასზე 16 წლამდე ასაკის მაყურებელი არ დაიშვება. ეს ეროტიკული სცენების ''დამსახურებაა'' თუ სხვა ფაქტორების, ამას ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ. ინტერვიუ კი, სპექტაკლის გარდა, ჩვენში გავრცელებულ სტერეოტიპებსაც ეხება.

- პაველ პრიაჟკოს პიესა ''ტრუსები'' ბელორუსიაში აიკრძალა და როგორც ვიცი, თავად ავტორიც აღარ ცხოვრობს იქ. აკრძალვის მიზეზი ალბათ იყო ის, რომ პიესა მოიცავს გლობალურ და პრობლემურ თემებს, სათაური კი ძალიან სიმბოლურია. ესტონელი რეჟისორი კალევ კუდუ, რომელიც დგამს ამ პიესას ახმეტელის თეატრში, განსხვავებული ხერხით მუშაობს ჩვენთან, ეს უცხოა როგორც ქართველი მაყურებლისთვის, ასევე მსახიობებისთვის, ანუ ძირითადი დატვირთვა გადატანილი აქვს ტექსტზე, ამ სპექტაკლში ძალიან მნიშვნელოვანია ტექსტი, მაყურებელმა კარგად უნდა უსმინოს თითოეულ სიტყვას. როგორც რეჟისორმა თქვა, სპექტაკლის ნახვის შემდეგ ხალხს პასუხებზე მეტი კითხვა უნდა გაუჩნდეს. ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა ადამიანმა თავისებურად აღიქვას სპექტაკლი და მთავარი გმირი ნინა, რომელსაც განსხვავებული და თავისუფალი აზროვნებისა თუ ცხოვრების წესის გამო აკრიტიკებენ, თუმცა ნინა ცუდს არაფერს სჩადის. სოფელი, სადაც ხდება მოქმედება, ძალიან ჰგავს ჩვენს რეალობას, იქ ქალები უყურებენ სერიალს, კაცები არიან დაუსაქმებლები და მთელ დღეებს საუბარსა და თამაშში ატარებენ. ალბათ გასაკვირი არაა, რომ ჩემს გმირს, ობოლ ნინას სოფელი ვერ უგებს და ყოველთვის განიკითხავს, მით უმეტეს, რომ ის გატაცებულია ტრუსების შეგროვებით.

რაც შეეხება ეროტიკას და იმას, რომ 18 წლამდე ახალგაზრდები სპექტაკლზე არ დაიშვებიან, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლს ''ტრუსები'' ჰქვია, ეროტიკულ სცენებს მაყურებელი საერთოდ ვერ ნახავს, უბრალოდ, ტექსტში არის უცენზურო სიტყვები, რომელიც სასურველია, ბავშვებმა არ მოისმინონ.

ძალიან კონტრასტული სპექტაკლია, რომელსაც კარგად უნდა უსმინოთ. ეს პიესა ებრძვის ნებისმიერ რამეს, რაც შტამპავს ადამიანის განვითარებას და ჩარჩოებში აქცევს მის გონებას.

- ჩვენი თემა სტერეოტიპების შესახებ გარკვეულწილად ეხმიანება ''ტრუსებს'', ამიტომ გვითხარი, ქართული რეალობიდან რომელი სტერეოტიპი გაღიზიანებს?

- ზოგადად, სტერეოტიპი მაღიზიანებს, მაგრამ განსაკუთრებულად გენდერული უთანასწორობა, რაც გამოიხატება ბევრ ასპექტში, თუნდაც იმაში, რომ ქალი მაინცდამიანც სამზარეულოში უნდა იჯდეს და აკეთებდეს საჭმელს, ასევე არ მომწონს, რომ კაცების საკუთარ თავებს ქალებზე უფრო ძლიერ არსებებად მიიჩნევენ, არადა, ბევრ მართლა ძლიერ ქალს ვიცნობ. გენდერული უთანასწორობის საკითხში შეიძლება ისიც განვიხილოთ, რომ ოჯახის უფროსად მიჩნეულია კაცი და დანარჩენი წევრები მის გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილონ, რაც ასევე მიუღებელია ჩემთვის, თუმცა ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ყველაფერი რქებით უნდა გაიტანო. ასეთ საკითხებში ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება გამოსავლის პოვნა, დათმობა აუცილებელია ურთიერთობაში, ოღონდ ეს მხოლოდ ერთი მხარის პრეროგატივა არაა.

იხილეთ სტატიის გაგრძელება