თბილისში სამგზავრო მატარებელი შუახნის მამაკაცს დაეჯახა

 თბილისში სამგზავრო მატარებელი შუახნის მამაკაცს დაეჯახა

თბილისში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამგზავრო მატარებელი შუახნის მამაკაცს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, ლიანდაგებთან იდგა და ახლობელს აცილებდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩაატარეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია