ვეტერინარიის დეპარტამენტი - ღორების დაცემა ღორის კლასიკური ჭირის გავრცელებამ გამოიწვია

ვეტერინარიის დეპარტამენტი - ღორების დაცემა ღორის კლასიკური ჭირის გავრცელებამ გამოიწვია

თეთრიწყაროში, შპს "კალანდას" ფერმაში ღორების დაცემა ღორის კლასიკური ჭირის გავრცელებამ გამოიწვია. როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ განუცხადა, აღნიშნული დაავადება ადამიანებზე არ გადადის, ღორებში კი ძალიან სწრაფად ვრცელდება და 100%-მდე სიკვდილიანობა ახასიათებს.

როგორც მან განმარტა, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახური ინფორმაციის მიღებისთანავე ადგილზე ჩავიდა, როგორც კი ეს ამბავი მოხდა.

"მაშინვე ჩავედით ადგილზე და შემოწმდა ყველა ღორი. კლინიკურად ჯანმრთელი ღორები, რომლებსაც არანაირი დაავადება არ აღენიშნებოდათ, სასაკლაოზე გადავიყვანეთ. სასაკლაოებიც ჩვენ კონტროლქვეშაა და შესაბამისად, დაავადებული ხორცი ბაზარზე ვერ მოხვდება", - აღნიშნა ხელაიამ.

მისივე თქმით, დაცემული ღორების განადგურება წესების დაცვით უნდა მოხდეს - უნდა დაიწვას და დაიმარხოს და იმ ადგილას უნდა ჩატარდეს დეზინფექცია. მისივე თქმით, ამჟამად, ფერმაში, ღორების ძალიან მცირე რაოდენობაა დარჩენილი.

"ინფექცია არის მათზეც გავრცელებული და მათი ფერმიდან გამოყვანა არ შეიძლება და არ მოხდება", - აღნიშნა ხელაიამ.

ამასთან, მისივე თქმით, მონიტორინგი ფერმის გარე ტერიტორიაზეც ჩატარდა. ხელაიას ინფორმაციით, გარე ტერიტორიაზე, არც ერთ ღორზე მსგავსი დაავადება არ დაფიქსირებულა.

დაავადება ფერმაში 10 თებერვლის შემდეგ გავრცელდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ღორების ფერმა შპს "კალანდაში" ღორების დაცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, ფერმაში გამოცხადებულია კარანტინი, ჩატარებულია დეზინფექცია და ამ ეტაპისსთვისაც გრძელდება ღონისძიებების გატარება.

სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან და 24-სათიან რეჟიმში მუდმივ მონიტორინგს უწევენ დაავადების ლიკვიდაციის პროცესს. დაცემული ცხოველები განადგურებულია ვეტერინარულ-სანიტარული წესების სრული დაცვით, შესაბამისად, დაავადებული ცხოველების ხორცის ბაზარზე მოხვედრის რისკი არ არსებობს.

"ინტერპრესნიუსი"

ექიმი - ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა დამატებითი ოპერაცია დასჭირდეს

"ჩვენს ხელში ჩაიკეცა... თავის არეც აქვს გახეთქილი" - თვითმხილველები ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე დეტალებს ყვებიან

კონსტანტინე გამსახურდია - ცოტნეს მდგომარეობა მძიმეა