ქარელის რაიონში 14 სული საქონელი თაგვის წამლით დაიხოცა

ქარელის რაიონში 14 სული საქონელი თაგვის წამლით დაიხოცა

ქარელის რაიონის სოფელ ფცაში ერთ-ერთი ფერმერის კერძო ყანის შეწამლულ ნათესებში სოფლის ნახირი შევიდა და 14 სული ძროხა დაიხოცა. შემთხვევამ 8 ოჯახი დააზარალა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ფერმერმა სოფლის ნახირს თაგვის წამალი შეგნებულად დაუყარა. ქარელის შს სამმართველოს გამომძიებლებმა გლეხებს ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს და გააფრთხილეს, რომ კერძო საკუთრებას აღარ შეხებოდნენ.

"ის ფერმერი ბრეთელია. იმუქრებოდა კიდეც, რომ თუკი მის ნათესებში ნახირი შევიდოდა, თოფით დახოცავდა. ძროხებმა რომ თაგვის წამალი ჭამეს, ზოგი მაშინვე დაიხოცა, ზოგი დილით. რომლებიც გადარჩნენ, ავად არიან", - ამბობს სოფელ ფცაში მცხოვრები ლევან ბერუაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია