უშგულთან ორი უცხოელი ტურისტის ცხედარი იპოვეს (+5 ფოტო)

უშგულთან ორი უცხოელი ტურისტის ცხედარი იპოვეს (+5 ფოტო)

დღეს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე მესტიის რაიონის სოფელ უშგულის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ ორი უცხოელი მთამსვლელის ცხედარი იპოვეს. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კახა ჟორჟოლიანის განცხადებით, სამძებრო ღონისძიებებში ჩართული იყვნენ სამთო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახური და მესაზღვრეები.

ცხედრების პოვნა ერთი გადარჩენილი ფრანგი ექსტრემალის დახმარებით მოხდა, რომელიც ასევე სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდა.

უბედური შემთხვევა მესტიის რაიონის სოფელ უშგულთან 6 მარტს მოხდა. ზვავში ორი გერმანელი და სამი ფრანგი ექტრემალი მოყვა. დაიღუპა ორი გერმანელი და ორი ფრანგი, ხოლო ერთი ფრანგი ექსტრემალი გადარჩა და მის სიცოცხლეს, ექიმების განცხდებით, საფრთხე არ ემუქრება.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ: "ისინი ავიდნენ იქ, სადაც მხოლოდ ჯიხვები არიან" -სვანეთში დაღუპული მთამსვლელების ბოლო წუთები (ექსკლუზივი)

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია