"მე­უბ­ნე­ბი­ან, ერ­თი "სრო­კი" მოხ­დი­ლი გაქ­ვ­სო" - "ინტერპრესნიუსის" ექსტრემალი ჟურნალისტის ამ­ბე­ბი

"მე­უბ­ნე­ბი­ან, ერ­თი "სრო­კი" მოხ­დი­ლი გაქ­ვ­სო" - "ინტერპრესნიუსის" ექსტრემალი ჟურნალისტის ამ­ბე­ბი

"ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში 2007 წლი­დან ვარ. სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ში ვმუ­შა­ობ­დი, ვთა­ნამ­შ­რომ­ლობ­დი გა­ზე­თებ­თან", - მითხ­რა "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ნი­უს­რუ­მის ჟურ­ნა­ლის­ტ­მა ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძემ, რო­მე­ლმაც ამ სამ­სა­ხურ­ში ორი წე­ლი გა­ა­ტა­რა, მაგ­რამ საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვად რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა, ამ სფე­რო­შია...

- ხა­თუ­ნა, ცო­ტა­ნი ხართ სა­მარ­თ­ლის სა­კითხებ­სა და კრი­მი­ნა­ლურ თე­მებ­ზე მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. რა­ტომ აირ­ჩიე ეს სფე­რო?

- "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უს­ში" ვა­კან­სია იყო გა­მოცხა­დე­ბუ­ლი და მო­ვე­დი. ჩე­მი კან­დი­და­ტუ­რით ჩვე­ნი მა­შინ­დე­ლი უფ­რო­სი, ბაია ცა­ნა­ვა და­ინ­ტე­რეს­და: მითხ­რა, სა­მარ­თ­ლის სფე­რო­ში ჟურ­ნა­ლის­ტი გვჭირ­დე­ბაო. - პო­ლი­ტი­კის სა­კითხებ­ზე ვმუ­შა­ობ და ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბას ვერ შევ­ძ­ლებ-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე. - თვა­ლებ­ში გატყობ, რომ შეძ­ლე­ბო, - მითხ­რა. მოკ­ლედ, ჩე­მი წი­ნა­მორ­ბე­დი, ჟურ­ნა­ლის­ტი ბე­ლა ზა­ქა­ი­ძე (ჩემ­თ­ვის სა­მა­გა­ლი­თო) უნ­და შე­მეც­ვა­ლა, რაც რთუ­ლი იყო. მაგ­რამ ქალ­ბა­ტო­ნი ბა­ი­ას სიტყ­ვებ­მა გამ­ბე­და­ო­ბა შემ­მა­ტა და დავ­თან­ხ­მ­დი. ძა­ლი­ან მა­ლე რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, რად­გან სწო­რედ ამ დროს ცი­ხის სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბი გავ­რ­ცელ­და.

- და და­იწყო შე­ნი "სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი" პრაქ­ტი­კაც, არა?

- კი. ამ სკან­და­ლურ ამ­ბავს და­ემ­თხ­ვა ჩე­მი ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბა. სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის მა­შინ­დელ­მა მი­ნის­ტ­რ­მა, გი­ორ­გი ტუ­ღუშ­მა რამ­დე­ნი­მე­კა­ცი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფი შექ­მ­ნა, რო­მე­ლშიც მეც მოვ­ხ­ვ­დი. პირ­ვე­ლად გლდა­ნის ცი­ხე­ში მი­ნის­ტ­რ­თან ერ­თად შე­ვე­დით. თან, იქ შექ­მ­ნილ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ას ვა­შუ­ქებ­დი. პა­ტიმ­რე­ბის მშობ­ლე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი ის­ტე­რი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყ­ვ­ნენ. ყვე­ლას თა­ვი­სი პა­ტიმ­რის ბე­დი აწუ­ხებ­და და არა მარ­ტო მათ, - მთელ ქა­ლაქ­ში რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა იყო, გა­მომ­ზე­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბით ყვე­ლა­ნი შოკ­ში იყ­ვ­ნენ და აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

რო­გორც კი მი­ნის­ტ­რ­თან ერ­თად, ცი­ხის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის ზღურბლს გა­და­ვა­ბი­ჯეთ, ფან­ჯ­რე­ბი­დან პა­ტიმ­რე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბი მოგ­ვეს­მა, ხმა­უ­რი ატყ­და. ისი­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შეს­ვ­ლას დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ითხოვ­დ­ნენ, მაგ­რამ ამ მოთხოვ­ნას არა­ვინ უკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. ყვე­ლას გვინ­დო­და, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, თი­თო­ე­ულ­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვით და გავ­სა­უბ­რე­ბო­დით, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცი­ამ, რო­მე­ლიც იქ დამ­ხ­ვ­და, რო­გორც ჩანს, ცო­ტა და­მაბ­ნია და ისე მოხ­და, რომ ჯგუფს ჩა­მოვ­რ­ჩი (მი­ნისტრს გან­ცხა­დე­ბა უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ჯგუ­ფის წევ­რე­ბი თურ­მე მას გაჰ­ყო­ლი­ან; მე ვერ გა­ვი­გე, ეს რო­დის მოხ­და). ვი­დე­ქი ცი­ხის 3 კორ­პუსს შუა, ხელ­ში კა­მე­რა მე­ჭი­რა და ვი­ღებ­დი. უეც­რად კორ­პუ­სე­ბი­დან პა­ტიმ­რე­ბის ლოც­ვის ხმა გა­ის­მა: "მა­მაო ჩვე­ნოს" კითხუ­ლობ­დ­ნენ... იმ წუ­თებ­ში ემო­ცი­ის­გან ვკან­კა­ლებ­დი, ცრემ­ლე­ბი მომ­დი­ო­და. ცუ­დად ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იმა­საც მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს იყო ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რაც "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უს­ში" თავს და­მამ­კ­ვიდ­რე­ბი­ნებ­და. ყვე­ლა­ფე­რი უნ­და გა­და­მე­ღო და არ და­ვი­ბე­ნი... შემ­დეგ ვე­ცა­დე, პა­ტიმ­რებ­საც გავ­სა­უბ­რე­ბო­დი. რა თქმა უნ­და, მათ­თან ემო­ცი­უ­რი სა­უბა­რი გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ ის რე­პორ­ტა­ჟი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნ­და... იმის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი წევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­დან მე ვი­ყა­ვი...

- რას გუ­ლის­ხ­მობ?

- "პა­ლიტ­რა­მე­დი­ა" - სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სი", რა­დიო "პა­ლიტ­რა," "პა­ლიტ­რა ტვ" ჩემ­გან ინ­ფორ­მა­ცი­ებს ელო­დე­ბო­და. ამ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბა იმას ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ზე ოპე­რა­ტი­უ­ლი უნ­და იყო ყველ­გან, ამას­თან - ობი­ექ­ტუ­რი. ეს თა­ვი­დან­ვე გა­ვი­აზ­რე, რო­ცა აქ სა­მუ­შა­ოდ მო­ვე­დი და შე­სა­ბა­მი­სად, ვაქ­ტი­უ­რობ­დი. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში ღა­მე ნორ­მა­ლუ­რად არც მძი­ნე­ბია, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე, ბევ­რი სა­ში­ნე­ლი კად­რი ვნა­ხე (მათ შო­რის - პი­რა­კე­რი­ლი პა­ტიმ­რე­ბი), არა­ერ­თხელ მოვ­ხ­ვ­დი სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერ­თი პა­ტი­მა­რი ცი­ხის უფ­რო­სის გა­დად­გო­მის მოთხოვ­ნით, სა­ხუ­რავ­ზე ავი­და. გვითხ­რეს, იქ­ნებ მოხ­ვი­დეთ, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გად­მოხ­ტო­მით იმუქ­რე­ბაო. გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი წა­ვე­დით. ავე­დი სა­ხუ­რავ­ზე, მე­რე და­ჩი ცა­გუ­რი­აც მო­ვი­და. რო­გორ­ღაც პატი­მ­რის ჩა­წე­რა მო­ვა­ხერ­ხე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხი­ფათს გა­დავ­რ­ჩით - არ გად­მომ­ხ­ტა­რა. მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სის ქვეშ იყო. რო­გორც გა­ვი­გეთ, ცი­ხის ყო­ფი­ლი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ატე­რო­რებ­დ­ნენ, რა­ღა­ცებს აიძუ­ლებ­დ­ნენ და ამ ნა­ბი­ჯამ­დე მი­ვი­და...

- "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" ნი­უს­რუმ­ში მუ­დამ და­ძა­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბაა და ამ რიტმს რო­გორ უძ­ლებ?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ვცხოვ­რობ "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სით", "პა­ლიტ­რა ტვ"-თი და რა­დიო "პა­ლიტ­რით". სა­დაც უნ­და ვი­ყო, სახ­ლ­შიც, სულ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ, რომ რაც უნ­და მოხ­დეს, პირ­ვე­ლებს ჩვენ გვქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხ­და­რის შე­სა­ხებ. ეს არის უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა არა მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რი­სა და ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის წი­ნა­შე, არა­მედ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შეც. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სი" ქარ­თუ­ლი მე­დი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მ­საზღ­ვ­რე­ლია, - ყვე­ლამ იცის, რომ ჩვენ მი­ერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­ზუს­ტე­ბულ-გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი და სან­დოა. თან, რაც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მუ­დამ ოპე­რა­ტი­უ­ლე­ბი ვართ.

- სა­მარ­თ­ლის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რა მო­გეთხო­ვე­ბათ?

- ექ­ს­ტ­რი­მი უნ­და გი­ზი­დავ­დეს... რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხში­რად მოვ­ხ­ვედ­რილ­ვარ. ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი, ვინც შემ­თხ­ვე­ვის ად­გილ­ზე გაჩ­ნ­და, რო­ცა მტკვარ­ზე 25 წლის ან­გე­ლო­ზი­ვით ბი­ჭი და­მ­ხ­რ­ჩ­ვა­ლი იპო­ვეს... ვყო­ფილ­ვარ ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ზე, სპე­ცო­პე­რა­ცი­ებ­ზე, გა­მი­შუ­ქე­ბია თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი, მკვლე­ლო­ბის, ყა­ჩა­ღო­ბი­სა და ძარ­ც­ვის შემ­თხ­ვე­ვე­ბი...

- ასეთ დროს ადა­მი­ა­ნუ­რად რას გა­ნიც­დი?

- იმ წუ­თებ­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მსგავ­სი გან­ც­დე­ბი მაქვს... საქ­მეს რომ მოვ­რ­ჩე­ბი, მე­რე ვფიქ­რობ იმ სა­ში­ნელ ფაქ­ტებ­ზე და ხში­რად გაშ­ტე­რე­ბუ­ლი დავ­ბ­რუ­ნე­ბულ­ვარ სამ­სა­ხურ­ში. ერთ-ერ­თი ბო­ლო შემ­თხ­ვე­ვა ე.წ. "კრწა­ნი­სის ყა­ჩა­ღო­ბა" იყო ანუ კრწა­ნის­ში დე­და-შვი­ლი რომ აწა­მეს. ად­გილ­ზე მი­სულ­მა ვნა­ხე იმ ქა­ლის გამ­წა­რე­ბუ­ლი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც კორ­პუს­თან მო­ვი­და და აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უ­რაცხა­დი გახ­ლ­დათ. ოპე­რა­ტო­რებს და­ე­რია, კა­მე­რე­ბის და­ლეწ­ვას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ მას­ზე სა­ერ­თოდ არ გავ­ბ­რა­ზე­ბულ­ვარ, ვი­ნა­ი­დან ადა­მი­ა­ნუ­რად გა­ვუ­გე.

- და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის­გან რის­ხ­ვა პი­რა­დად თუ დაგ­ტყ­დო­მია თავს?

- ერთ-ერთ სო­ფელ­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. რწმუ­ნე­ბუ­ლი მოკ­ლა ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბარ­მა. ჩახ­ლარ­თუ­ლი ამ­ბა­ვი იყო... მოკ­ლუ­ლის ოჯახ­ში იმ დროს მოგ­ვი­წია მის­ვ­ლამ, რო­დე­საც ექ­ს­პერ­ტი­ზის შემ­დეგ მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მო­ას­ვე­ნეს. მოკ­ლუ­ლის მე­გო­ბარ­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა ვცა­დე, მაგ­რამ იქ ერ­თი ამ­ბა­ვი ატყ­და, შე­უ­რაცხ­ყო­ფაც კი მოგ­ვა­ყე­ნეს. იყო კა­მე­რის და­ლეწ­ვის მცდე­ლო­ბაც. ყვე­ლაფ­რის ახ­ს­ნა მო­მიხ­და... მე­რე მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვ­მი­ტა­ნი­ლის სახ­ლ­ში მი­ვე­დით და იმ ად­გი­ლას, სა­დაც მკვლე­ლო­ბა მოხ­და. იქაც ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩ­ნ­დით. მოკ­ლედ, იქი­დან ძლივს გა­მო­ვას­წა­რით...

- ვი­ცი, რომ ცი­ხე­ში ერთ-ერ­თ­მა პირ­ველ­მა ჩა­წე­რე ინ­ტერ­ვიუ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­თან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­სი დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ...

- ძებ­ნი­ლად გა­მოცხა­დე­ბულ­მა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვ­ლის შემ­დეგ გა­რის­კა და საზღ­ვა­რი გად­მოკ­ვე­თა. რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი შე­ვიტყ­ვეთ, მა­შინ­ვე ფა­ლი­აშ­ვილ­ზე, მის საცხოვ­რე­ბელ სახ­ლ­თან მი­ვე­დით და იქ გა­ვარ­კ­ვი­ეთ, რომ რად­გა­ნაც ის ბრალ­დე­ბუ­ლად ით­ვ­ლე­ბო­და, საზღ­ვ­რის გად­მოკ­ვე­თის­თა­ნა­ვე და­ა­კა­ვეს. არა­ვინ იცო­და, სად გა­და­იყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლებ­მა "ინ­ტერ­პ­რეს­ნი­უ­სის" გუნ­დ­მა და­ვად­გი­ნეთ, რომ ის გლდა­ნის ცი­ხე­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. მი­ვე­დით. გუ­ლი სა­შინ­ლად მი­ცემ­და: ერ­თა­დერ­თი ჟურ­ნა­ლის­ტი ვი­ყა­ვი, რო­მელ­საც მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ო­და. სა­კან­ში უნ­და შევ­სუ­ლი­ყა­ვი. მო­ვიკ­რი­ბე ენერ­გია, თავ­და­ჯე­რე­ბა შევ­მა­ტე თავს... შე­მიყ­ვა­ნეს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის სა­კან­ში, ე.წ. კა­რან­ტი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და სა­კან­ში მყო­ფი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ ჩა­ვი­წე­რე. დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ვიგ­რ­ძე­ნი, რად­გა­ნაც ვი­ცო­დი, რომ ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც გა­რეთ მე­ლო­დე­ბო­და, მა­სა­ლა უნ­და გა­და­მე­ცა... ასე­ვე ძა­ლი­ან მა­გა­რი ფაქ­ტი იყო ინ­ტერ­ვიუ ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას­თან ცი­ხის კა­რან­ტი­ნის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სხვა­თა შო­რის - მი­სი და­კა­ვე­ბი­დან ძა­ლი­ან ცოტა ხან­ში. მა­ნამ­დე ახ­ლო­საც არ მე­ნა­ხა. მე­დი­ას­თან არ ურ­თი­ერ­თობ­და. აღ­მოჩ­ნ­და, რომ კარ­გი რეს­პონ­დენ­ტია. ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყ­ვა.

- მოკ­ლედ, მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცი­ხე­ე­ბი მო­ი­ა­რე, არა?

- ასეა. ვი­ყა­ვი თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ქსან­ში, თით­ქ­მის ყვე­ლა ცი­ხე­ში შე­ვე­დი. ბევ­რი პა­ტიმ­რის ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე და ბევრს აღ­მო­ვუ­ჩი­ნე მცი­რე­დი დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც მათ­თ­ვის ძა­ლი­ან დიდ რა­მეს ნიშ­ნავ­და. იქ ბევ­რი შემ­თხ­ვე­ვით იყო მოხ­ვედ­რი­ლი და არა­ერ­თი ისე­თი ამ­ბა­ვი მაქვს მოს­მე­ნი­ლი, რომ ამის გა­მო შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი... ქსან­ში ერ­თი ბი­ჭი იჯ­და, რომ­ლის­თ­ვი­საც ეთ­ქ­ვათ, რომ დე­და ცუ­დად ჰყავ­და, რაც ამ ქალ­ბა­ტო­ნის ტე­ლე­ვი­ზი­ით ჩვე­ნე­ბი­სას შე­უტყ­ვი­ათ. ამის გამ­გო­ნე ბიჭ­მა ბევ­რი რამ და­ი­შა­ვა: გა­და­იჭ­რა ვე­ნე­ბი, სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლე­ბი. ერ­თი სიტყ­ვით, შე­უ­რაცხა­დი­ვით იყო და კარ­ცერ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ქსან­ში მის სა­ნა­ხა­ვად რომ შე­ვე­დი, ვთქვი, დე­დამ შვი­ლი აუცი­ლებ­ლად უნ­და ნა­ხოს, თო­რემ მოკ­ვ­დე­ბა, ისე ცუ­დად არის-მეთ­ქი. მე­რე პა­ტიმ­რებ­მა გა­მიკ­ვ­ლი­ეს გზა, სა­დაც ის ახალ­გაზ­რ­და იჯ­და. სწო­რედ მა­შინ ვნა­ხე 48 პი­რა­მო­კე­რი­ლი ადა­მი­ა­ნი... ბი­ჭი მარ­თ­ლაც შე­უ­რაცხა­დი­ვით იყო. მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თ­ვის იყო მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნუ­რი მო­მენ­ტი და დე­დის მი­მართ მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სუ­ლის შემ­ძ­ვ­რე­ლი იყო... რო­გორც კი გა­მო­ვე­დი იქი­დან, ცი­ხის დი­რექ­ტორს ლა­მის და­ვუ­ჩო­ქე, - იქ­ნებ ეს ბი­ჭი დე­დას შე­ახ­ვედ­როთ-მეთ­ქი. მარ­თ­ლაც, მა­თი პა­ე­მა­ნი შედ­გა. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გაგ­რ­ძე­ლე­ბა ჰქონ­და ამ ყვე­ლა­ფერს: რო­დე­საც ნა­ხე­ვა­რი ცი­ხე ბო­ლო პე­რი­ოდ­ში პა­ტიმ­რე­ბის­გან და­ცა­რი­ელ­და (სა­ა­კაშ­ვილ­მა შეწყა­ლე­ბის აქ­ტი რომ გა­მოს­ცა), ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი გა­და­ღე­ბა­ზე და ჩემ­თან ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და და მითხ­რა, - შენ ხარ ჩე­მი ღმერ­თი, შენ დე­და გადამირჩინეო!.. რა თქმა უნ­და, ვერ ვი­ცა­ნი, რად­გან ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მყავ­და იმ პე­რი­ოდ­ში ნა­ნა­ხი, თუმ­ცა ყვე­ლა ამ­ბა­ვი ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად მახ­სოვს. მოკ­ლედ, იმ ბიჭს ვუც­ნი­ვარ... და კი­დევ ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით. იმ პე­რი­ოდ­ში იმ­დე­ნად სრუ­ლად ვი­ყა­ვი მო­ცუ­ლი ცი­ხი­სა და პა­ტიმ­რე­ბის ცხოვ­რე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი პი­რა­დი გვერ­დ­ზე მქონ­და გა­და­დე­ბუ­ლი. ერთ-ერთ ცი­ხე­ში გა­და­ვაწყ­დი ბიჭს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ მომ­წონ­და. სა­მე­დი­ცი­ნო კუთხით პა­ტა­რა დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ვუ­ჩი­ნე. მა­ლე მან ცი­ხე და­ტო­ვა, გა­თა­ვი­სუფ­ლ­და. რა­ღაც პე­რი­ო­დი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ის ყვე­ლა­ფე­რი უკ­ვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია...

მო­ნი­ტო­რინ­გის ჯგუფ­ში ყოფ­ნი­სას ბევ­რი მეკონტაქტებოდა და ბევრ ადა­მი­ანს, რო­გორც შე­მიძ­ლია, ახ­ლაც ვეხ­მა­რე­ბი. ბევ­რ­თან (ვინც იქ დარ­ჩა) წე­რი­ლო­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა. მა­შინ კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ცი­ხის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დი. მე­გობ­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ერ­თი "სრო­კი" მოხ­დი­ლი გაქ­ვ­სო (ი­ღი­მე­ბა).

ლა­ლი ფა­ცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები