რუსთავში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დანით მოკლა და პოლიციას ჩაბარდა

რუსთავში მამაკაცმა ყოფილი ცოლი დანით მოკლა და პოლიციას ჩაბარდა

რუსთავში მე-11 მიკრო რაიონში მდებარე #1 საერთო საცხოვრებელში 1963 წელს დაბადებულმა ოლეგ შუბითიძემ ყოფილ მეუღლეს, 30 წლის ბელა ძამსაშვილს მუცლის არეში დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

თვითმხილველების თქმით, ოლეგ შუბითიძემ მომხდარის შესახებ პოლიციას თავად აცნობა. დაჭრილი ქალბატონი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილის მეზობლები ოლეგ შუბითიძის ნარკოდამოკიდებულებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ ის მშრომელი კაცი იყო, მეუღლეს კი ორი თვის წინ დაშორდა. ყოფილი ცოლ-ქმარი მეზობელ კორპუსებში ცხოვრობდა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია