"რატომ არ შეახვევთ ამ ქაღალდებს და მათ უკანალში შეტენით?" - სააკაშვილი პუტინთან საუბარს იხსენებს

"რატომ არ შეახვევთ ამ ქაღალდებს და მათ უკანალში შეტენით?" - სააკაშვილი პუტინთან საუბარს იხსენებს

საქართველოს ექს-პრეზიდენტი ჟურნალ TIME-თან საუბარში რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ბოლო საუბარს იხსენებს. ინტერვიუ ოთხშაბათს, კიევში ჩაიწერა.

ბოლოს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, რუსეთის პრეზიდენტმა მას რამდენიმე რჩევა მისცა. ეს იყო 2008 წელს. სააკაშვილმა გააფრთხილა პუტინი, რომ დასავლური სამყარო მისი გადაწყვეტილებით აღშფოთებულია.

"ომამდე მას დავურეკე და ვუთხარი: ხედავ, რომ ყველა ეს განცხადება შენ გგმობს?", მან მიპასუხა, - დიახ. უამრავი ქაღალდია, რომელიც მკიცხავს. რატომ არ შეახვევთ ამ ქაღალდებს და მათ უკანალში შეტენით?", - ციტირებს პუტინის სიტყვებს სააკაშვილი TIME-თან ინტერვიუში.  

როგორც სააკაშვილი ამბობს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რამდენიმე კვირის წინ იცოდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გაიქცეოდა და პუტინი ყირიმში აგრესიისთვის მოემზადებოდა. "იანვრის შუა რიცხვებში სახელმწიფო დეპარტამენტის ტოპ-ადამიანებმა იცოდნენ, რომ იანუკოვიჩი დაეცემოდა", - ამბობს ყოფილი პრეზიდენტი. მისი თქმით, პუტინი არსებულ ვითარებაში თავს არაკომფორტულად გრძნობს. "ის ძალიან დაძაბულია, ძალიან შებოჭილი", - განაცხადა სააკაშვილმა.

ექს-პრეზიდენტი ეჭვობს, რომ რუსეთის ლიდერი აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრას. თუმცა, ფიქრობს, რომ პუტინმა შესაძლოა, იერიში დნესტრისპირეთზე მიიტანოს, მოლდოვას პრო-რუსულ ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინის დასავლეთ საზღვარზე მდებარეობს. 

როგორც სააკაშვილი აცხადებს, უკრაინელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ჯონ კერის კიევში შეხვდნენ, მას უთხრეს, რომ ისინი თავს გამხნევებულად გრძნობდნენ, იმ საუბრის წყალობით, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან გაიმართა. ამ თემაზე სააკაშვილი კიდევ ერთხელ იხსენებს მის უკანასკნელ საუბარს პუტინთან. "შენი დასავლელი მეგობრები კარგ რაღაცებს დაგპირდებიან, მაგრამ არ აასრულებენ, მე კარგ რაღაცეებს არ დაგპირდები, მაგრამ აგისრულებ", - უთხრა პუტინმა სააკაშვილს, წერს Time.

მომზადებულია Time-ს მიხედვით.