ტრანსგენდერ "ზიზისა" და "გაბრიელას" ჩხუბი და შიდსით დაავადებული ტრანსგენდერის ბრალდება პოლიციას

ტრანსგენდერ "ზიზისა" და "გაბრიელას" ჩხუბი და შიდსით დაავადებული ტრანსგენდერის ბრალდება პოლიციას

ვახტანგ ოქროპირიძე საზოგადოებას "ბედუკაძის საქმიდან" დაამახსოვრდა. ის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის არის და აივ ინფექციის მატარებელია. ამის გამო, როგორც თავად ამბობს, სცემეს და სათანადო ყურადღება არც ჯანდაცვის დაწესებულებებში მიაქციეს.

"7 მარტს, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ვიმყოფებოდი ე. წ "თურქულებში", სადაც ტრანსგენდერ "ზიზისა" და "გაბრიელას" მოუვიდათ ფიზიკური დაპირისპირება. ვცდილობდი არსებული მდგომარეობის განეიტრალებას, ამ დროს დაცვის თანამშრომელმა დამიწყო გინება, რაზეც მეც შევაგინე. ამის შემდგომ დაცვის თანამშრომელმა დასარტყმელად გამოიწია და გავიქეცი, მაგრამ ის თავის 7-მდე კოლეგასთან ერთად გამომეკიდა და კუთხეში მიმიმწყვდიეს. უმოწყალოდ გამისწორდნენ: მირტყამდნენ ხელკეტებს, დამაგდეს იატაკზე და წიხლებით ცემა დამიწყეს მუცლის არეში. როგორც იქნა, მოვახერხე გაქცევა და მივმართე იქვე შესასვლელში მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, რომელიც ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოიძახეს. საპატრულო პოლიციის ბრიგადამ, მიუხედავად კლუბის შესასვლელში მიმდინარე უმძიმესი დაპირისპირებისა, ნელი სვლით განაგრძო სიარული და არ ჩაერია სიტუაციის განეიტრალებაში", - ყვება ინციდენტის შესახებ ოქროპირიძე.

როგორც ოქროპირიძე ამბობს, შემდეგ ის საპატრულო პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა და ადგილზე მყოფ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაუძახა, თუმცა ისინი დაზიანებული ადგილების დამუშვების ნაცვლად, საიდენტიფიკაციო მონაცემებს იწერდნენ. მისივე თქმით, დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან საპატრულო პოლიციამ გააპარა.

"ამის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის რეანომობილში გადამიყვანეს, უკვე გულის რევა და თავბრუს ხვევა მქონდა, თუმცა რეანომობილში ჩემი ტრანსგენდერობისა და აივ დადებითი სტატუსის გამო სათანადო დახმარება არ აღმომიჩინეს. უმძიმესად ნაცემი და პრაქტიკულად გათიშვის პირას მყოფი დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში რეანომობილში მამყოფებდნენ, ამის შემდგომ ჩემი დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, როდესაც უკვე მე დავიწყე ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან საუბარი, გადამიყვანეს მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში. კლინიის მედდას ვთხოვე კვლავ ეტლის მოყვანა და ასევე განუმარტე, რომ ვარ აივ დადებითი სტატუსის მქონე პირი. რაზეც კლინიკის მედდამ მიპასუხა, ვინაიდან მე ვიყავი აივ ინფიცირებული, კლინიკა უარს აცხადებდა ჩემთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენაზე, რაც ასევე ჩემი უფლებების ხელყოფა და დისკრიმინაციაა მხოლოდ ჩემი აივ დადებითი სტატუსის გამო", - ამბობს აივ ინფიცირებული ტრანსგენდერი.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია