დავით ზურაბიშვილი - ევროინტეგრაცია არ აგვცდება

დავით ზურაბიშვილი - ევროინტეგრაცია არ აგვცდება

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს ევროინტეგრაციის გარდაუვალობის შესახებ წერს.

"რა აღმავსებს სერიოზული ოპტიმიზმით ჩვენს რთულ დროებაში და ის, რომ საქართველოში ვისაც კი ოდნავ ჭკუა მოეკითხება - ლიბერალი, კონსერვატორი, სოციალისტი, მემარჯვენე, მემარცხენე, ცენტრისტი, ხელისუფლების მომხრე, მოწინააღმდეგე თუ გაურკვეველ-ჩამოუყალიბებელი - ყველა არის პროდასავლური ორიენტაციისა და ევროინტეგრაციის მომხრე, გამონაკლისის გარეშე. სამაგიეროდ, არასდროს არსად შემხვედრია თუნდაც მეტ-ნაკლებად ჭკუადამჯდარი პრორუსი, ანტიდასავლელი თუ ტრადიციონალისტ-ფუნდამენტალისტი, შიშველი გადარეული კი რამდენიც გინდათ.

როგორც ჩანს, პროდასავლელობა, ეს არის ქართული გონებისა და სულის ბუნებრივი და ჯანსაღი მდგომარეობა. თუ სხვაგან "გაუხვია" მენტალიტეტმა, დეგრადაცია გარდუვალი ხდება.

აი ასეთი დასკვნა გამოვიტანე პირადი გამოცდილების საფუძველზე და აქვე ვაპატენტებ, მერე რომ არ იყოს, იმან თქვა და არა ამანო.

P. S. და ევროინტეგრაცია რომ არ აგვცდება, ამაზე კამათიც არ ღირს. ოდეს ყოფილა აქამომდე ბრიყვთა ეძალოთ ჭკვიანთა ზედა "ლონგ თერმ", ანუ "დალგასროჩნი" პერსპექტივაში?", - წერს ზურაბიშვილი.