ქუთაისში, კოსტავას ქ. #62-ში გაზის აფეთქების შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება , ინციდენტის შედეგად დაშავდა 84 წლის მოხუცი, რომელიც მიღებული დამწვრობით სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ადგილზე საგანგებო და საპატრულო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. სახლი ქუთაისში მცხოვრებ ბობოხიძის ოჯახს ეკუთვნის.