ლოს-ანჯელესში "ოსკარის" რიგით 86-ე დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიიდან გამოქვეყნებული ვარსკვლავური სელფშოტი, რომელიც შოუს წამყვანმა, ელენ დეჯენერესმა ”ტვიტერის” საშუალებით გაავრცელა, ინტერნეტს ”ვირუსულად” მოედო.
ამჯერად კიდევ ერთ ვარსკვლავურ სელფშოტს წარმოგიდგენთ, თუმცა მისი პოპულარობა საქართველოს ნამდვილად ვერ გასცდება.
ფოტო ახალი სატელევიზიო შოუ, ”ორი ვარსკვლავის” მსვლელობისას არის გადაღებული და ის სოფო ნიჟარაძემ გამოაქვეყნა Facebook-ზე.
