''ქალმა ან კარგი საჭმლის გაკეთება უნდა იცოდეს, ან მინეტის...''

''ქალმა ან კარგი საჭმლის გაკეთება უნდა იცოდეს, ან მინეტის...''

ლტოლვა ქალისა და მამაკაცის მეგობრობაში, დამოკიდებულება ძმაკაცის შეყვარებულთან, ქალი მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრებით და ქართველი ქალის პატიოსნება - ეს იმ თემების ნაწილია, რომლებზეც პროდუსერ მიშა მშვილდაძეს ვესაუბრეთ. მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა, ინტერვიუ ცოტა მათემატიკური კუთხით წარიმართა, თუმცა, საბოლოოდ, საუბარი სტერეოტიპებზე საინტერესო გამოვიდა.

- ჩემთვის ტრადიციები არაა გამაღიზიანებელი, სტერეოტიპები - კი. ყველაზე ცუდი სტერეოტიპია ის, რომ სიახლე საშიშად მიაჩნიათ, არადა, რეალურად სიახლეების ატაცება რომ გვიყვარს, იმაშიც ჩანს, რომ ''აიფონ 5''-ი მშვენივრად იყიდება.

- ქართული სუფრა ყანწით, თამადით, სასმლის დაძალებით საზოგადოების ნაწილის აღიზიანებს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქართული სუფრა აკადემიაა... შენ რას ფიქრობ ამ თემებზე?

- ნებისმიერი რამის დაძალება, მათ შორის ღვინისაც, არის გოიმობა, კრიმინალი და ცუდი საქციელი. რაც შეეხება ქართულ სუფრას, უმჯობესია, ადამიანებმა ცოტა ღვინო დალიონ და ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები, თუმცა გაზეპირებულ-გაბრტყელებული რომ არაფერი ვარგა, სადღეგრძელოც კი, ეს აშკარაა. ქართული სუფრის სისტემა არავის არაფერს უშლის, მაგრამ თუ ისეთი თამადა ჰყავს, რომელიც საინტერესოს ვერაფერს ამბობს და მიუხედავად ამისა, ყურადღებას ითხოვს, იქ კარგ დროს ვერავინ გაატარებს. ყველაზე მოსაბეზრებელი კი მაინც ისაა, რომ ყველამ უნდა გაიმეოროს თამადის ნათქვამი სადღეგრძელო და სუფრის მიმდინარეობის პროცესში იქ მყოფი ყველა ადამიანი ისევე მხატვრულად უნდა იქნას ნადღეგრძელები, როგორც, ვთქვათ, იუბილარი. მოკლედ, ამ საკითხში შემსრულებლების პრობლემას ვაწყდებით და ცოტა კრეატივია საჭირო.

- დღევანდელ საქართველოში პატრიოტობა სტერეოტიპულია?

- 10-15 წლის წინ საქართველოს სადღეგრძელოს რომ ვსვამდით, ხალხს უკვირდა, ვერ ხვდებოდნენ, რას ვაკეთებდით, ალბათ, არ სჯეროდათ საქართველოს მომავლის, გაბრწყინების და ა.შ. ამიტომაც ''საქართველოს გაუმარჯოს'' არ იყო ტრენდული სადღეგრძელო, დღეს კი პირიქითაა. არსებობს ასეთი გამოთქმა, პატრიოტიზმი გაიძვერების უკანასკნელი თავშესაფარიაო, რაც არ არის მთლად საფუძველს მოკლებული, თუმცა ერთადერთი და უმაღლესი განმარტებაც არ გახლავთ. ხშირად იქ, რასაც საზოგადოება ''კაი პონტად'' აღიარებს, აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ნამდვილად მიიჩნევენ თავს პატრიოტებად და ასევე ისინი, ვისაც უყვარს უმრავლესობაში ყოფნა. უმრავლესობაში ყოფნის მოყვარული კი მრავლად არის, ამიტომაცაა, რომ ყველას ერთნაირად გვაცვია, ყველა ერთნაირად ვლაპარაკობთ, ერთნაირ შეცდომებს ვუშვებთ და შედეგად ქართველები, ეს ინდივიდუალურობით გამორჩეული ხალხი, ერთმანეთს ვგავართ. ესეც ჩემი ერთგვარი სტერეოტიპია ქართველებზე, მე ასე ვიცოდი, თუმცა რეალობა სხვაა. ის, რომ ადამიანები პატრიოტობას აუცილებლობად მიიჩნევენ, არაა ცუდი. ხომ გაგიგიათ, შეძახილმა ხე გაახმოო, ჰოდა, შეიძლება, ბოლოს მათგანაც გამოვიდეს პატრიოტი.

- თუ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ ქართველებს გვიყვარს ადამიანების გაფეტიშება და ვითხოვთ ლიდერს, რომელსაც შემდეგ ზოგი ბრმად, ზოგი კი ფართოდ გახელილი თვალებით გავყვებით...

- ეს მარტო ქართველების კი არა, ზოგადად ადამიანების თვისებაა, გვიყვარს პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება და მერე მისთვის უკან მიყოლა, თუმცა განვითარებულ ქვეყნებს დაუგროვდათ საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ ასჯერ გაზომონ და ერთხელ გაჭრან. ამ მხრივ ახალგაზრდა სახელმწიფო ვართ, შესაბამისად, ჩვენი ქცევები ცოტა პათეტიკურია, პოლიტიკური ლიდერის არჩევის დროსაც კი, მაგრამ ეს არ არის პრობელმა, გავიზრდებით და ვისწავლით, ჩვენც დაგვიგროვდება გამოცდილება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება