ორჰან ფამუქი თბილისშია - ფოტო აეროპორტიდან

ორჰან ფამუქი თბილისშია - ფოტო აეროპორტიდან

თბილისში ცნობილი თურქი მწერალი, ორჰან ფამუქი ჩამოვიდა. მწერალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველი გულშემატკივრები დახვდნენ.

ორჰან ფამუქი თავისუფალ უნივერსიტეტში საჯარო ლექციას წაიკითხავს.

ნობელის პრემიის ლაურეატ მწერალთან შეხვედრის შესაძლებლობა მკითხველს ხვალ, 13 მარტსაც მიეცემა. ფართო საზოგადოებას ის რუსთაველის სახელობის თეატრში შეხვდება. დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იქნება შესაძლებელი.

გთავაზობთ ფოტოს Facebook-დან (ავტორი - ნინო ნადიბაიძე), რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორჰან ფამუქის ჩამოსვლისას გავრცელდა.

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო