საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

 საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა

ქვემო ფონიჭალაში, მარნეულის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ქვემო ფონიჭალაში, მარნეულის # 1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, 150 კვადრატულ მეტრზე ცეცხლია გაჩენილი. შემთხვევის ადგილზე 11 სახანძრო ბრიგადა იმყოფება.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ჯერ დაუდგენელია, რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია