"ფანჯარაზე მინი მაუსი გამომეცხადა!" - სოციალურ ქსელში "წმინდა ნიკოლოზის სასწაულს" აქილიკებენ

"ფანჯარაზე მინი მაუსი გამომეცხადა!" - სოციალურ ქსელში "წმინდა ნიკოლოზის სასწაულს" აქილიკებენ

თვითმფრინავის ილუმინატორზე წმინდა ნიკოლოზის გამოსახულების გამოჩენის ამბავს "ფეისბუქით" აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე ინტერნეტ-მომხარებელმა ამ ფაქტს ფოტოშარჟიც კი მიუძღვნა.

"რუსთავი 2"-ის პროდუსერი გიორგი ხაბურძანია:

"იმედი <3 ეირქსენია <3 !!!! შეულოცეთ და აფრინდება. მე მირჩევნია თვითმფრინავს ინჟინერი გამოეცხადოს აფრენის წინ და ტექ. შემოწმება ჩაუტაროს. და საერთოდ ახალ ბოინგებში ჩადოს "აირზენამ" ინვესტიცია და არა ყავაზე მკითხაობაში. :)))".

გოჩა თანდარაშვილი, იუმორისტი:

"სასწაული!!! აივნის ფანჯარაზე მინი მაუსი გამომეცხადა!!! იქვეა ერთმორწმუნეთა მფარველი ანგელოზი მაშა!!!".

თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეწამყვანი:

"გიგას ვაჩვენე და ის ფიქრობს, რომ ეს Hello Kitty-ა".

გუშინ დილით, ამსტერდამი-თბილისის რეისის მგზავრმა სოციალურ ქსელ Facebook-ში ფოტო გამოაქვეყნა. "აირზენას" სამგზავრო თვითმფრინავში, მეოცე რიგში გადაღებულმა ფოტომ ძალიან მალე მიიქცია ინტერნეტ-მომხმარებლების ყურადღება. ფოტოს ავტორი იუწყება, რომ ფოტოზე წმინდა ნიკოლოზია გამოსახული.

იხილეთ ასევე: წმინდა ნიკოლოზის გამოსახულების თვითმხილველი: "თვითმფრინავში ხალხი ტაშით და ოვაციებით შეხვდა ამ მოვლენას"

"კატა უჭირავს"