ავტოავარიაში დაღუპული 9 წლის ლუკა მირცხულავას ოჯახის წევრებმა ცენტრალური გამზირი გადაკეტეს (+4 ფოტო)

ავტოავარიაში დაღუპული 9 წლის ლუკა მირცხულავას ოჯახის წევრებმა ცენტრალური გამზირი გადაკეტეს (+4 ფოტო)

ავტოავარიის შედეგად 5 თვის წინ დაღუპული 9 წლის ლუკა მირცხულავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ფოთში საპროტესტო აქცია გამართეს. მათ რამდენიმე წუთით აღმაშენებლის გამზირი გადაკეტეს.

ავტოავარია გასულ წელს ნოემბერში ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგაში მოხდა. ავტომანქანის მძღოლი, რომელიც მოზარდს დაეჯახა, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით გამართლდა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ოჯახის წევრების გაღიზიანება მოჰყვა.

"5 თვეა, ასე გვაწვალებენ, გვატყუებენ. გვითხრეს, ადვოკატი არ აიყვანოთო. ვაპროტესტებ სასამართლოს გადაწყვეტილებას. დამნაშავე უნდა დაისაჯოს,"-განაცხადა გარდაცვლილის დედამ, მაკა კვაჭანტირაძემ.

ფოთის სასამართლოში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. მირცხულავას ოჯახის წევრები და ნათესავები ხელახალ გამოძიებისა და მძღოლის დასჯას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების გამართვით იმუქრებიან.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია