დაჩი გრძელიშვილი: დამეკონწიალოს მსოფლიოს ყველა ფამუქი

დაჩი გრძელიშვილი: დამეკონწიალოს მსოფლიოს ყველა ფამუქი

ცნობილი ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ნობელიანტი მწერლის, ორჰან ფამუქის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ახალ პოსტს აქვეყნებს.

"გუშინ ფამუქზე დავწერე. მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ გულსატკენია, როგორც პატარა ერი მის რიგში დგომისთვის ვართ განწირული-მეთქი. მერე აზრი გამოითქვა, დიდი მწერალიაო, მსოფლიოაო... ეხლა სუულ სხვა ქეისიდან: დიახ, დიიდია, მაგარია, ნობელიანტია... ჰოდა, როგორც საქართველოს მოქალაქემ, გავარტყი არა მხოლოდ ფამუქს, მსოფლიოში ყველაზე ნობელიანტ და ყველაზე მაგარ მწერალს, ვინც ჩემს ქვეყანაზე ასე ილაპარაკებს!" - წერს ჟურნალისტი. მას მხედველობაში აქვს ფამუქის ნაწარმოები "თოვლი", სადაც ქართველები უარყოფით კონტექსტში არიან მოხსენიებულნი.

რომანის ერთ-ერთ ეპიზოდში თურქეთში საშოვარზე ჩასული ქართველი ცოლ-ქმარია აღწერილი. ისინი მოხსენიებულები არიან, როგორც წურბლები, ღატაკები და წუწურაქები, რომლებიც, "სხვა ქართველების მსგავსად", თურქებს სამუშაო ადგილებს ეცილებიან.

" კონკრეტული სახელის პერსონაჟი ხო, რაც უნდა თქვას. მაგრამ განზოგადება, რომ "ქართველები" ჩამოდიან, "ქართველები, ქართველებმა"... დიახ, ის მაგარი მწერალია და მე უზრდელი ვარ: დამეკონწიალოს მსოფლიოს ყველა ფამუქი. ხთფუ" - წერს გრძელიშვილი.

საქართველოში ჩამოსულმა ორჰან ფამუქმა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. შემდეგ კი აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. თურქ მწერალს თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს. ღონისძიებას საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ესწრებოდა.

ორჰან ფამუქი თბილისში თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით ჩამოვიდა.