მომგებიანი სააღდგომო კვერცხები?!

მომგებიანი სააღდგომო კვერცხები?!

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ერთ-ერთი სავაჭრო დახლის ფოტო, რომელზეც "მომგებიანი სააღდგომო კვეცრხებია" გამოსახული. დახლზე არის წარწერა:" მომგებიანი სააღდგომო კერამიკული კვერცხები; ამტვრევს ბევრ კვერცხს; კვერცხებში არის პრიზები: 2 ოქროს ჯვარი, 2 ოქროს ცეპი, ბრელოკები, ჯვრები და ცეპები. ყოველი მეორე კვერცხი არის მომგებიანი. კვერცხი, პრიზი და 4 ხატის ფასი 1,20 თეთრი. გისურვებთ ბედნიერ აღდგომას."

უცნობია, რომელ წელს ან სად არის გადაღებული ფოტო. იუზერებმა გამოთქვეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ეს ფოტოშოპი იყოს. თუმცა ქართველი მოვაჭრეების "გამომგონებლობას" თუ გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაფერია…

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო