2013 წლის გაზაფხულზე "ახალმა ნათებამ" დააწესა "სინათლის დღე", რომელიც ყოველი წლის 25 მარტს აღინიშნება.
სწორედ სინათლის დღისადმი არის მიძღვნილი გამოფენა, რომელიც ჩატარდება "ახალი ნათების" პრემიუმ კლასის შოურუმში - ფორუმი "ახალი ნათებისგან".
გამოფენის პარალელურად, "ახალი ნათების" მაღაზიათა ქსელში ამოქმედდება სინათლის დღისადმი მიძღვნილი აქცია, რაც გულისხმობს 20%-იან ფასდაკლებას მხოლოდ ნათურებსა და სანათ საშუალებებზე.
აქცია დაიწყება 21 მარტს და გასტანს 1 აპრილამდე (31 მარტის ჩათვლით) ჩათვლით.
2014 წლის 21, 22 და 23 მარტს "ახალი ნათების" ორგანიზებით, კომპანიის პრემიუმ კლასის შოურუმში ფორუმი "ახალი ნათებისგან" გაიმართება ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ავეჯის, აქსესუარებისა და სანათების გამოფენა სახელწოდებით "დამზადებულია საქართველოში, Made in Georgia".
ფორუმი "ახალი ნათებისგან" შეიქმნა არა მხოლოდ როგორც სავაჭრო სივრცე, არამედ ადგილი, სადაც მოსული მომხმარებელი თუ უბრალოდ დამთვალიერებელი ეზიარება თანამედროვე განათებისა და ავეჯის ესთეტიკას; ნახავს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებულ ავეჯს, სანათებს და აქსესუარებს, რომელზეც მუშაობდნენ ცნობილი დიზაინერები და ოსტატები. ნახავს პროდუქციას, რომელიც ხელით იქმნება ევროპის სხვადასხვა ქალაქში და გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და უმაღლესი ხარისხით.
სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე, კომპანია "ახალი ნათება" პერიოდულად შესთავაზებს საინტერესო ღონისძიებებს საქართველოს მოსახლეობას. პირველი ღონისძიება არის ნიჭიერი ქართველი დიზაინერების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის, გამოფენის მეშვეობით.
გამოფენაში მონაწილეობს 4 ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი დიზაინერი და ერთი დიზაინერთა ჯგუფი, რომლებიც ქმნიან სანათ საშუალებებს, ავეჯსა და ინტერიერის აქსესუარებს საკუთარი დიზაინით უკვე არაერთი წელია. ბევრ მათგანს მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო გამოფენებშიც.
DESIGNBUREAU - სამ ახალგაზრდა ქალბატონს აერთიანებს, რომელნიც კრეატიულობითა და ორიგინალურობით ცდილობენ თანამედროვე ტენდენციების დანერგვას საქართველოში. ნია მგალობლიშვილი, ია ლიპარტელიანი და სოფიო შევარდნაძე კერძო პირებისა და კომერციული ორგანიზაციების პროექტებს საქართველოს მასშტაბით 2004 წლიდან ახორციელებენ. გოგონებს მონაწილეობა აქვთ მიღებული არაერთ ქართულ თუ საერთაშორისო დაჯილდოებაში, მათ შორის 2012 წლის 24 სექტემბერს, ლონდონში 2012 წლის უძრავი ქონების (PROPERTY AWARDS) ევროპული ჯილდო მიიღეს.
გელა ჩაჩუა - 26 წლის არქიტექტორია, ის მუშაობს როგორც შენობებზე, ასევე ინტერიერის დიზაინზეც და აქვს შექმნილი არაერთი პროექტი. დღესდღეისობით არის ლექტორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. სანათების დიზაინზე მუშაობა სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო და დღეისათვის აქვს 10-მდე შესრულებული ნამუშევარი.
გიგი გვალია - 29 წლის დიზაინერია, რომელსაც განათლება აქვს თბილისის სამხატვრო აკადემიასა და ბრიტანეთში London University of Arts-ში მიღებული. 2006 წლიდან მუშაობს ინტერიერის დიზაინზე ხოლო 2009 წლიდან არის საკუთარი დიზაინ სტუდიის "გიგი გვალია დიზაინ"-ის ხელმძღვანელი, რომლის ფარგლებშიც დამუშავდა და განხორციელდა არაერთი პროექტი თბილისის მასშტაბით. ამჟამად მუშაობს ნატურალური ხის, ტყავისა და ლითონის სანათებზე, რომელთა გატანას გეგმავს დიზაინის საერთაშორისო გამოფენებზე.
ანუკა თავართქილაძე - 29 წლის, პროფესიით არქიტექტორ - დიზაინერი. განათლება აქვს მიღებული, როგორც თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ასევე ფლორენციის დიზაინის საერთაშორისო ინსტიტუტში. 2010 წლიდან მუშაობს არქიტექტურულ კომპანია "მოსულიშვილი და პარტნიორები"-ში. სანათებისა და ავეჯის ნაწილების დიზაინის კეთება დაიწყო 2013 წლიდან. მიღებული აქვს მონაწილეობა "olive Design"-ის და "concept store"-ის გამოფენებში.
ია ქუთათელაძე - 26 წლის დიზაინერია, რომელმაც ფლორენციაში ისწავლა ინტერიერისა და პროდუქტების დიზაინი. 2009 წლიდან ის საქართველოში მუშაობს და ქმნის ავეჯსა და სანათებს საკუთარი დიზაინით. მიღებული აქვს მონაწილეობა ისეთ გამოფენებში როგორებიცაა "სალონე სატელიტე" მილანში. იას პროდუქცია 2013 წლის ოქტომბრიდან არის წარმოდგენილი ახალი ნათების საგამოფენო პავილიონში და საკმაოდ დიდი წარმატებით სარგებლობს.
* * * *
კომპანია "ახალი ნათება" 1999 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე.პირველი მაღაზია სალონი ამავე წელს გაიხსნა დიდუბის ქუჩა 6 ნომერში. კომპანიამ საკმაოდ მალე მიაღწია წარმატებას განათებისა და არქიტექტურის სფეროში და გახდა ერთ ერთი პრესტიჟული ბრენდი არა მარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში. ახალ ნათებაში წარმოდგენილია მსოფლიოში ყველაზე ცნობილი განათების გიგანტების პროდუქცია, მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდების როგორებიცაა: Philips, Artemide, Deltalight,Osram, Kolarz, Prolicht, LineaLight, Fumagalli, Opple.
ახალი ნათების მაღაზიებში წარმოდგენილი პროდუქცია იწარმოება: გერმანიაში, ბელგიაში, პოლონეთში, თურქეთში, ავსტრიაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, იტალიაში და ჩინეთში.
წარმოდგენილი 9000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია მოიცავს როგორც ნათურებს (საყოფაცხოვრებო და სპეც ნათურები) ასევე სანათ საშუალებებს. სანათები როგორც ინტერიერისათვის, ასევე ექსტერიერისათვის და ლანდშაფტებისათვის.
"ახალი ნათება" უკვე 14 წელიწადია ერთგულად ემსახურება ქართველ მომხმარებელს, ითვლის 120-ზე მეტ თანამშრომელს და გააჩნია 15 მაღაზია სალონი, ამათგან 8 თბილისში, ხოლო უკვე 5 რეგიონებში: გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და ზუგდიდი(ფრანჩაიზი).
2013 წლის ბოლოს გაიხსნა ახალი ნათების 2 ავეჯის შოურუმი სახელწოდებით Forum by New Light Forum by New Light არის ერთ-ერთი უნიკალური პროექტი მთელს ქვეყანაში როგორც არქიტექტურული ასევე ტექნოლოგიური თვალსაზრისით. ეს არის 1000 კვმ-ზე გადაჭიმული შოურუმი, სადაც წარმოდგენილია ევროპის 11 გიგანტი ბრენდის განათებები, აქსესუარები და ავეჯი (Philips, Artemide, DeltaLight, Prolicht, Kolarz, Linea Light, Fumagalli, Flos, Huelsta, Gautier, Freistil by Rolf-Benz, Koinor), გარე განათების ავეჯისა და სანათების პავილიონი, კაფე სტუმრებისათვის და ხიდი, რომლითაც ახალი ნათების ცენტრალური შოურუმი უკავშირდება ახალ შენობას.
Forum by New Light -ში დასაქმებულია 30-მდე კარგად დატრენინგებული და კვალიფიციური კადრი. წარმოდგენილი სანათების, ავეჯისა და აქსესუარების რაოდენობა 900 დასახელებას აღემატება.
R