თამარისის მოსახლეობა სოფელში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. ამ მოთხოვნით დღეს პოლიციის შენობასთან აქციაც გამართეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში შემზარავი მკვლელობა მოხდა. 17 წლის გოგონა საკუთარმა მეზობელმა, 52 წლის მამაკაცმა გაუპატიურა, შემდეგ დანით ყელი გამოჭრა, საკუთარ ეზოში ჯერ დაწვა და შემდეგ დამარხა.
როგორც მოკლული მეზობლები ამბობენ, გოგონას მშობლები სამუშაოდ იყვნენ წასული და შინ დაბრუნებულებმა მისი ძებნა დაიწყეს, დახმარებისათვის პოლიციას მიაკითხეს. ცხედარი კინოლოგების მეშვეობით იპოვეს.
დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია.