ჭიათურაში საწარმოო ტრამვისაგან ადამიანი გარდაიცვალა

ჭიათურაში საწარმოო ტრამვისაგან ადამიანი გარდაიცვალა

დარკვეთის გამამდიდრებელი ქარხანის დემონტაჟისას, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ნანგრევებში ორი მუშა მოჰყვა, რომელთაგან ერთ-ერთი, ლაშა გურული გარდაიცვალა. მეორე მუშა კი მძიმე ტრავმებით საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

დარკვეთში მდებარე გამამდიდრებელი ქარხანა შპს "დათუნიამ" "ჯორჯიან ამერიქენ ელოისისაგან" დემონტაჟისთვის შეისყიდა და თავადვე ახორციელებს დემონტაჟს. "ამერიქენ ელოისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მწუხარებას გამოთქვამენ ტრაგედიის გამო და აცხადებენ, რომ "ელოისს" არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს დემონტაჟთან და პასუხისმგებლობაც შემსყიდველ ორგანიზაციას ეკისრება. მათივე განმარტებით, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით რეკომენდაცია შემსყიდველს მისცეს, თუმცა უსაფრთხოების ნორმები არ გათვალისწინებულა.

იხილეთ ვრცლად

”P.S.” (პოსტსკრიპტუმი - ქუთაისი)

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია