კარლ ბილდტი - რევანშის პოლიტიკა საქართველოს სანდოობას ძირს გამოუთხრის

კარლ ბილდტი - რევანშის პოლიტიკა საქართველოს სანდოობას ძირს გამოუთხრის

რევანშის პოლიტიკა საქართველოს სანდოობას და მის განვითარებას ძირს გამოუთხრის, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ბრიუსელში, ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

"როდესაც ბოლოს თბილისში ვიყავი და შევხვდი ბატონ ივანიშვილს, ჩვენ შევთანხმდით, რომ რევანშის პოლიტიკა დასრულდებოდა, რადგან ასეთი მიდგომა ძალიან საზიანოა საქართველოსთვის. რევანშის პოლიტიკას მომავალი არ აქვს ევროპაში და ასეთი ტენდენცია ძირს გამოუთხრის საქართველოს სანდოობას და მის, როგორც წარმატებული ქვეყნის განვითარებას", - აღნიშნა ბილდტმა.

კარლ ბილდტის კომენტარის თარგმანს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტს არის დაბარებული.

"ინტერპრესნიუსი"