"სოკარის" ახალი გაზგასამართი სადგური და "სოკარისა" და "გუდვილის" ერთობლივი მულტიფუნქციური კომპლექსი საზეიმოდ გაიხსნა

"სოკარის" ახალი გაზგასამართი სადგური და "სოკარისა" და "გუდვილის" ერთობლივი მულტიფუნქციური კომპლექსი საზეიმოდ გაიხსნა

22 და 23 მარტს ორი მნიშვნელოვანი ობიექტი, "სოკარის" ქსელის კიდევ ერთ კომბინირებული ავტოგაზგასამართი სადგური და "სოკარისა" და "გუდვილის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში მორიგი მულტიფუნქციური კომპლექსი გაიხსნა.

ქ. თბილისში, გურამიშვილის ქ. N15-ში გახსნილი კომბინირებული სადგური "სოკარის" ქსელის რიგით 108-ე ავტოგასამართი და რიგით 15-ე კომბინირებული ავტოგაზგასამართი სადგურია, სადაც მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ ნებისმიერი ტიპის საწვავი ან საავტომობილე ბუნებრივი აირი და დაააგროვონ ბონუს-ქულები ენერჯი ქარდისა და უნიქარდის ბარათებზე.

ავტოგასამართ სადგურზე მომხმარებელს ასევე მოემსახურება სადღეღამისო კაფე-მარკეტი.

გარდა ამისა, "სოკარის" ავტოგასამართ სადგურზე ავტომობილის მფლობელებს შეეძლებათ გამოიყენონ სპეციალური სერვის-ბლოკი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საბურავების წნევის რეგულირება, წყლის დამატება, სალონის ამოწმენდა და სხვა. სულ ობიექტზე დასაქმდება 25 ადამიანი.

ხოლო სოკარისა და გუდვილის ერთობლივი მულტიფუნქციური კომპლექსი თბილისი-რუსთავის შემოვლით გზაზე, გაფორმების საერთაშორისო ზონის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.

600 კვ/მ-ის დასასვენებელი კომპლექსი ევროსტანდარტების შესაბამისი უახლესი გერმანული ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით მოეწყო. ინტერიერის დიზაინიც და კეთილმოწყობაც გერმანელი სპეციალისტების მიერ იქნა შესრულებული. კომპლექსში გაერთიანებულია სუპერმარკეტი "გუდვილი" და კაფე-ბარი. ყველა სტანდარტი დაცულია, ყველა დეტალი გათვალისწინებული, რათა მომხმარებელმა მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის მომსახურება მიიღოს, ისარგებლოს უსადენო ინტერნეტით, მიირთვას გემრიელი და ახალი საკვები, შეიძინოს პირველადი მოხმარების აუცილებელი პროდუქტი, ისარგებლოს Take Away-სერვისით და დაისვენოს. კომპლექსში წარმოდგენილი "სოკარის" ავტოგასამართი სადგურიც ინფრასტრუქტურულად ისეა მოწყობილი, რომ მომხმარებელს მაქსიმალურ კომფორტს უქმნის. აღნიშნული ავტოგასამართი სადგური, როგორც "სოკარის" ყველა ავტოგასამართი ობიექტი, იაპონური ტექნიკითაა აღჭურვილი, რაც ჩასხმის 100% სიზუსტეს უზრუნველყოფს.

სოკარ - გუდვილის მულტიფუნქციურ კომპლექსში 45 ადამიანი დასაქმდა.

შეგასხენებთ, რომ აღნიშნული კომპლექსი "სოკარისა" და "გუდვილის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიხსნა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გორსა და ბათუმში "გუდვილის" სუპერმარკეტი და კაფე უკვე 2 წელია ფუნქციონირებს.

კომპანია "სოკარის" ობიექტები სხვა სტუმრებთან ერთად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა ბატონმა როვნაგ აბდულაევმა გახსნა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი