სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც ფოტოს ავტორის თქმით, ზუგდიდში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ ხატს თვალებიდან სისხლი სდის.
ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილი ფოტოზე ასახულს სასწაულს უწოდებს, სკეპტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ეს ფოტომონტაჟია.
