აღმოჩენა 5 წლიანი ძებნის შემდეგ - სენაკი ათონის მთაზე, სადაც წმიდა მამა ილარიონ ქართველმა ბოლო წლები გაატარა

აღმოჩენა 5 წლიანი ძებნის შემდეგ - სენაკი ათონის მთაზე, სადაც წმიდა მამა ილარიონ ქართველმა ბოლო წლები გაატარა

ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია), რომელიც ათონის მთის წმინდა პანტელეიმონის სახელობის მონასტერში მოღვაწეობს, "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წმიდა გიორგის სენაკის უძველეს ფოტოს აქვეყნებს, სადაც წმიდა მამა ილარიონ ქართველმა (ყანჩაველმა) მიწიერი სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

"ასე გამოიყურებოდა XIX საუკუნის ბოლოს წმიდა გიორგის სენაკი ათონის მთაზე, სადაც მიწიერი სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა წმიდა მამა ილარიონ ქართველმა (ყანჩაველმა)", - აღნიშნულია ფოტოს აღწერაში.

ბერის ერთ-ერთი მეგობარი სენაკის დღევანდელი იერსახის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს და იქვე მცირე ტექსტსაც ურთავს, საიდანაც ირკვევა, რომ სენაკს ბერმა ერმოლაოსმა 5-წლიანი ძებნის შემდეგ ათონის წმინდა მთის ტყეში მიაკვლია.

"დღეს განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ!

ამ წმიდა ადგილას წმ. ილარიონ ქართველი (ყანჩაველი) მოღვაწეობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ (1864 წ.), აგერ უკვე 150 წელიწადია, ეს სენაკი მიტოვებულია ათონის წმიდა მთის ტყეში. მეტიც, დაკარგული იყო მისი ადგილსამყოფელი და სულ რამდენიმე წლის წინ მოსაგრე ბერი ერმოლაოსის (ჭეჟია) 5 წლიანი ძებნის შემდეგ გვეძლევა საშუალება ამ წმიდა ადგილის მოლოცვისა.

ვიმედოვნებთ, რომ აქ კვლავ აღდგება ქართული სასულიერო კერა!

მადლობა უფალს და მამა ერმოლაოსს დღევანდელი დღისთვის!

23.03.2014 - ათონის წმიდა მთა", - წერს ბერი ერმოლაოსის მეგობარი ირაკლი ჯინჯოლავა.

იხილეთ ასევე: ათონის ქართული მონასტრის უძველესი ფოტო

ათონის მთის ივერონის მონასტერი ბერი ერმოლაოსის ფოტოალბომიდან

შორენა ბეგაშვილისა და ევა ბარბაქაძის ემოციური ფოტო თურქეთის კლინიკიდან

ქართველმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი თაიმ სქვერზე სთხოვა - Love Story ნიუ-იორკიდან

დღის ფოტო: შეშინებული ძაღლი თავშესაფრიდან, სადაც 12 ძაღლი დაიხრჩო