ია ნინიძის ქალიშვილი დედის გზას გაჰყვა

ია ნინიძის ქალიშვილი დედის გზას გაჰყვა

ია ნინიძეს ერთ დროს საბჭოთა ოდრი ჰეპბერნს უწოდებდნენ. ''ვერის უბნის მელოდიებიდან'' დაწყებული კარიერა ''ზეციური მერცხლების'' წარმატებით გაგრძელდა. ბოლო წლებში რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, იქვე გაიზარდნენ მისი შვილები, რომელთაგან ერთი დედის გზას აგრძელებს.

ნინო ნინიძე დღეს რუსეთში ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავია. მსახიობობს თეატრსა და კინოში, ასევე მღერის იმ კონცერტებსა და შემოქმედებით საღამოებში, სადაც მისი ცნობილი დედა გამოდის.

ნინოს მონაწილეობა მიუღია რამდენიმე რუსულ ფილმში. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო 2011 წლის სურათი ''ძმაზე უკეთესი არავინ იყო'', აქ შესრულებული როლისთვის რუსეთში კინოფესტივალ ''კინოშოკის'' პრემია მიიღო საუკეთესო დებიუტისთვის, მერე კი კინოფესტივალ ''აღმოსავლეთი და დასავლეთის'' პრემია ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. მალე მისი მონაწილეობით კიდევ ორი სურათი უნდა გამოვიდეს - ''ტრიუკების ოსტატი'' და ''ქარბუქი''.

იხილეთ სტატიის გაგრძელება