ქუთაისში 88 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გაძარცვეს და აწამეს

ქუთაისში 88 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გაძარცვეს და აწამეს

ქუთაისში ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩაზე მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, 88 წლის გოგი გრძელიძე გაძარცვეს და აწამეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა newpress.ge ავრცელებს.

გამოცემა დაზარალებულის მეზობლებზე დაყრდნობით წერს, რომ მძარცველმა სოციალურად დაუცველის ჭიშკარი გატეხა, დაზარალებული რკინის ბლაგვი იარაღით სასტიკად სცემა და მიიმალა. მეზობლების თქმით, დასახმარებლად მათ დაზარალებულმა მძარცველის მიმალვის შემდეგ მიმართა. ისინი ამბობენ, რომ მძარცველიც მათ მეზობელად ცხოვრობს.

"არ ვიცი რა მოტივით გააკეთა ეს. წლების წინ მოხუცთან ნაჩხუბარი იყო. ჩვენ საშველად თვითონ მოხუცმა დაგვიძახა და მე რომ გავიგე უკვე ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. როგორც ვიცი მძარცველი ნასვამ მდგომარეობაში იყო. მუხუცი სასტიკად ნაწამები და დასისხლიანებული იყო. მოხუცის ნათქვამით, მან თავი მოაჩვენა, თითქოს, მკვდარი იყო და ამის შემდეგ მძარცველმა გრძელიძის ქათმები მოიპარა. ეს მან თავისი თვალით დაინახა", - ამბობს დაზარალებულის მეზობელი ირინა ფეტისოვა.

მისივე თქმით, დაზარალებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ამ დროისთვის, სავარაუდოდ, თბილისში იმყოფება, ხოლო მძარცველი დაკავებული არ არის. დანაშაულის ფაქტი 17 მარტს, ღამის საათებში მოხდა.

"სამი დღე დადიოდა აქ გამომძიებელი და დამნაშავე შემდეგ გამოუშვეს იმიტომ, რომ როგორც ვიცით ოჯახს საჩივარი არ აქვს შეტანილი. რაც წაიღო სახლიდან ძარცვის დროს, დააბრუნებინეს უკან. როგორც გამომძიებელმა თქვა, დამნაშავეს ნასამართლეობა მაინც ექნება და მას მძიმე მუხლით გაასამართლებენ", - ამბობს გრძელიძის მეზობელი.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია