ავტორი:

24 მარტივი საქციელი, რომლითაც ნებისმიერ გოგოს "დაადნობთ"

24 მარტივი საქციელი, რომლითაც ნებისმიერ გოგოს "დაადნობთ"

ქალის და მამაკაცის ურთიერთობა არც ისე მარტივია. ნებისმიერი წყვილი, თუნდაც ფანტასტიკური შეთავსება ჰქონდეთ, ძალიან გაუგებარია ერთმანეთისთვის, რადგან ქალური და მამაკაცური ბუნება ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლარობაა. ერთმანეთის ნახევრები ძალიან ჰგვანან და ამავდროულად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თანაც როცა გვიყვარს, ცოტ-ცოტას სუყველა ვაფრენთ. ჩვენ ვამბობთ, რომ კარგად ვართ, რომ არაფერი მოხდა… მაგრამ ვიტყუებით. ისინი ცდილობენ გაგვაბედნიერონ, მაგრამ ხშირად არ იციან, როგორ… არადა ქალისთვის ბედნიერების მინიჭება ძალიან მარტივია, მას სულ სულ პაწაწინა რამეებიც კი უხარია:

1. უთხარით, რომ დილით ძალიან საყვარელია

თუნდაც ძალიან ცუდად გამოიყურებოდეს, თქვენ ხომ ყველანაირი გიყვართ?

2. გაითვალისწინეთ მისი აზრი

თუნდაც არ ეთანხმებოდეთ, მოუსმინეთ და განიხილეთ მასთან ერთად რაღაც რაღაცები.

3. წაიყოლეთ შოპინგზე

არ არის სავალდებულო, რომ მისი ხათრით ისეთი რამ იყიდოთ, რაც საშინლად არ გიხდებათ, მაგრამ მოიძებნება რამე ისეთიც, რაც ორივეს მოგეწონებათ.

4. უთხარით, როგორი მნიშვნელოვანია თქვენთვის

ხშირად უთხარით. ეს მას თავდაჯერებას და უსაფრთხოების განცდას აძლევს. ეს ქალებს ძალიან სჭირდებათ.

5. შესთავაზეთ მასაჟი

ეს ძალიან ადვილი და ძალიან ინტიმური აქტია, რომელიც დაანახებს, რომ ზრუნავთ მასზე, განიცდით მის პრობლემებს და გსურთ, რომ დაეხმაროთ. წაიკითხეთ სრულად

რა ტიპის შეყვარებული ხარ და ვინ გჭირდება სინამდვილეში - ფსიქოლოგიური ტესტი

როგორ გვევლინება ბედისწერა საყვარელი ადამიანების სახით - რითი განსხვავდება კარმული პარტნიორი, თანამგზავრი და "მეორე ნახევარი"

"ვერავინ იგრძნობს თავს კარგად შენთან, თუ შენ გრძნობ თავს ცუდად საკუთარ თავთან" - როგორ ვიპოვოთ მამაკაცი, რომელიც სინამდვილეში შეგვეფერება