3 ასტროლოგიური წესი პარტნიორთან ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობის შესანარჩუნებლად

3 ასტროლოგიური წესი  პარტნიორთან ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობის შესანარჩუნებლად

არ არის საქმე და გეტყვით რატომ. ზოდიაქოს 12 ნიშანი ხომ ოთხ ძირითად სტიქიად იყოფა, შესაბამისად, მამაკაცებიც ოთხი სხვადასხვა ფსიქოტიპის გარშემო ერთიანდებიან. აქედან გამომდინარე, თქვენს საყვარელ ადამიანს იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი სტიქიის წარმომადგენელია განსაკუთრებული მიდგომა და ტაქტიკა ესაჭიროება თქვენგან ურთიერთობაში... გთავაზობთ საჭირო რეკომენდაციებს ამ მხრივ:

ცეცხლის სტიქია – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი

წესი პირველი - არასოდეს შეულახოთ თავმოყვარეობა (მით უმეტეს სახალხოდ!)

წესი მეორე - ნუ ეცილებით ლიდერობაში.

წესი მესამე - იყავით გულწრფელი!

მიწის სტიქია – კურო, ქალწული, თხის რქა

წესი პირველი - დაანახვეთ სტაბილურობა ემოციებში.

წესი მეორე - ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, ისწავლეთ ლოდინი.

წესი მესამე - ნუ ფლანგავთ ფულს (მით უმეტეს მისას!)

წყლის სტიქია – კირჩხიბი, თევზები, მორიელი

წესი პირველი - ემოციები, ემოციები, ბევრი ემოცია!

წესი მეორე - იყავით თანამგრძნობი და მზრუნველი.

წესი მესამე - აეჭვიანეთ და იეჭვიანეთ ხოლმე მასზეც.

ჰაერის სტიქია – ტყუპი, სასწორი, მერწყული

წესი პირველი - ნუ შეეხებით მის თავისუფლებას!

წესი მეორე - იყავით ინტელექტუალურად საინტერესო.

წესი მესამე - იცხოვრეთ მასსავით სპონტანურად.