გთავაზობთ ზოდიაქოს 4 ნიშანს, რომლებიც ჩატში შორდებიან შეყვარებულს:
1. კირჩხიბი
იმის მიუხედავად რომ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ურთიერთობებს, კონფლიქტებისა და დრამის თავიდან არიდების მიზნით, ამჯობინებენ მობილურით ”მოაგვარონ საკითხი", რადგან დარწმუნებულები არიან, რომ პირისპირ საუბარი ჩხუბში გადაიზრდება. კირჩხიბებს ძალიან არ უყვართ, როცა საყვარელ ადამიანს გულს ტკენენ, მათი ცრემლები ან უბედური მზერა საშინლად აგრძნობინებთ თავს. შესაბამისად, იცოდეთ, თუ კირჩხიბი მესიჯით დაგშორდათ, თავი დაიცვა უსიამოვნო განცდებისა და სინდისის ქენჯნისგან, რომელსაც თქვენი მოწყენილი სახის დანახვა მოჰგვრიდა.
2. ლომი
ლომისთვის მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანი, მაგრამ იმდენადაც არა, თავს მასთან ყოფნა რომ აიძულოს, თუ აღარ უყვარს ან უბედურია. ამ ნიშნით დაბადებულებს არ მოსწონთ მსგავსი ტიპის სირთულეებთან შეჭიდება, რადგან თავს უზომოდ არაკომფორტულად გრძნობენ. იმისთვის, რომ აწ უკვე ყოფილ პარტნიორს ღირსება არ შეულახოს და გაავებული ქალი/მამაკაცი მის თავმოყვარეობასაც არ შეეხოს, ანუ თავიდან აიცილოს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი, ლომი მაქსიმალრად ერიდება შეხვედრებს და დაშორების შესახებ საუბარს ჩატში იწყებს.
3. მშვილდოსანი
ცნობილი ფაქტია, რომ ამ ნიშნით დაბადებულებს დიდად არ აინტერესებთ სხვების განცდები. ესეც რომ არა, როცა საკითხი დაშორებას ეხება, უბრალოდ სწორ სიტყვებს ვერ პოულობენ და არ იციან თავი როგორ დაიჭირონ, რომ არც პარტნიორს აგრძნობინონ თავი ცუდად და არც თავად გამოჩნდნენ უსულგულოები. მშვილდოსანმა იცის, რომ არ აქვს პასუხები იმ კითხვებზე, რომლებსაც პარტნიორი დაუსვამს, მას უბრალოდ აღარ უნდა ურთიერთობაში ყოფნა და მორჩა, ფილოსოფიები და მიზეზების ძიება საჭირო არ არის.
4. მერწყული
სანამ მერწყული პარტნიორთან დაშორებას გადაწყვეტს, დიდხანს იფიქრებს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აზრს არ შეიცვლის. რატომ ამჯობინებს მერწყული მესიჯს რეალურ საუბარს? არსებობს ორი მიზეზი: ერთი, მერწყულს ეშინია, რომ პარტნიორი მოითხოვს კიდევ ერთი შანსი მივცეთ ურთიერთობასო, რასაც იგი უარით შეეგებება და გამოვა, რომ სრულიად გულგრილია; მეორე - მისთვის გაცილებით მარტივია ნააზრევი გადმოსცეს კარგად შერჩეული წინადადებებით, ვიდრე ზეპირად, რადგან პარტნიორის პასუხებმა ან კითხვებმა შესაძლოა დააბნიოს.