კირჩხიბები ერთნაირად აღიქვამენ სამყაროს, იდენტური ფასეულობები და მიზნები აქვთ. ისინი ერთად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ცალ-ცალკე. თუ კირჩხიბს ნამდვილად შეუყვარდება, სიცოცხლის ბოლომდე პარტნიორის ერთგული იქნება. იზრუნებს მასზე და ეცდება, ცხოვრება გაუმარტივოს. ცნობილი ფაქტია, რომ კირჩხიბები საუკეთესო მეოჯახეები არიან. ამ ნიშნით დაბადებულებს აქვთ, ერთი მხრივ, ბრწყინვალე ოჯახის შექმნის პოტენციალი, მეორე მხრივ, ქორწინებასთან კარიერისა და თვითგანვითარების შეწყობის უნარი.
ძალიან კომფორტული კავშირია. თევზს სჭირდება ის, ვინც მუდმივად იზრუნებს მასზე, კურო კი მზადაა ყოველი დღე მას მიუძღვნას. თევზის გვერდით აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ფინანსური პრობლემების გადაჭრას დამოუკიდებლად მოახერხებს და მას არ დააწვება სიმძიმედ ბეჭებზე, კურო კი ის ადამიანია, რომელიც სხვის ხარჯზე არასდროს ცხოვრობს, მეტიც, ხშირად თავადვეა ოჯახში შემომტანი. თევზი მეოცნებე და რომანტიკოსია, კუროს კი სილამაზე უყვარს და ესთეტიკას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ასე რომ ყოველთვის მოახერხებს თევზისთვის სასურველი სინაზის მინიჭებას.
ქალწულიცა და თხის რქაც ზედმიწევნითი, შრომისმოყვარეე, მიზანდასახული და ძლიერია. მათში შეხვდებით პედანტებსაც. ამ ნიშნით დაბადებულები, პირველ რიგში, კარგი პარტნიორები და ახლო მეგობრები არიან. სწორედ ეს განაპრობებს ურთიერთობის სიმყარეს. როცა ქალწულს გაუჭირდება, ეცოდინება რომ თხის რქა აიღებს პასუხისმგებლობას, ხოლო როცა თხის რქა დაიღლება ყოველდღიური რუტინით ან ბრძოლით, ქალწული მზად იქნება დაასვენოს.