ავტორი:

5 სიტყვა, რომელთა ხშირი გამოყენებაც ქორწინებას ანგრევს

5 სიტყვა, რომელთა ხშირი გამოყენებაც ქორწინებას ანგრევს

სიტყვების ძალა! მათ შეუძლიათ გატკინონ, დაგაავადონ, განგკურნონ, შთაგაგონონ, რამის გაკეთებისკენ გიბიძგონ და პირიქით, უარი გათქმევინონ. ყველა ურთიერთობას სჭირდება ენა და ამ ენის შესწავლა დროსა და პრაქტიკას მოითხოვს. არსებობს გამოთქმები, რომლებსაც საშინელი ზიანი მოაქვთ. ყველაზე გავრცელებული და საშინელი ხუთი მათგანია:

არასოდეს - ეს სიტყვა უიმედობასა და დასასრულს ვარაუდობს. როცა ამბობ - "არასოდეს" შენ შენს პარტნიორს ეუბნები, რომ ამ სიტუაციის გამოსწორების შანსი არ არის, რომ გაიჭედეთ ამ უიმედობაში. "ან ყველაფერი - ან არაფერი დამოკიდებულება" კომპრომისს გამორიცხავს, გაგებას გამორიცხავს, შეცდომების გამოსწორების მცდელობას გამორიცხავს, სწავლას და განვითარებას, რის გარეშეც ურთიერთობის არსებობა ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

ყოველთვის - ეს სიტყვა თქვენს სიხისტესა და უსამართლობაზე მეტყველებს. როცა საყვედურს ეუბნები და იყენებ სიტყვას "ყოველთვის" ამით ეუბნები, რომ ის სულ ცდება და გამუდმებით თქვენ ხართ მართალი. ეს უმადურობაა, მეტი არაფერი. გამოდის, რომ საერთოდ ვერ უფასებთ ვერაფერს და ამას უკვე არაფერი ეშველება. ესეც "ან ყველაფერი, ან არაფერი" დამოკიდებულებაა, რომლითაც შორს ვერ გაფრინდებით. გახდით ცოტა უფრო მეტად მოქნილი. წაიკითხეთ სრულად