იმიჯს და გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებას განაპირობებს, არამედ იმაზეც აგებს პასუხს ვის, როგორი გემოვნება აქვს ჩაცმა-დახურვის საკითხში. მოდის ასტროლოგები, რომელთა მომსახურებითაც საზღვარგარეთ ბევრი წამყვანი დიზაინერი სარგებლობს მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს, კონკრეტული ფერის, ფაქტურისა და სილუეტის მქონე ტანსაცმელი უხდება. მმართველი პლანეტის ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ ზოდიაქოს ნიშანს მართავს შეგიძლიათ ზუსტად შეარჩიოთ აქსესუარები, კოსმეტიკა და ვარცხნილობის ტენდენციებიც კი. ასე რომ, ამჯერად გთავაზობთ თითოეული ნიშნის შესახებ კონკრეტულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორი იმიჯი იქნება თქვენთვის მისაღები ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
ქალწული და მისი იმიჯი
ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს პლანეტა მერკური მართავს - კომუნიკაციის, ლოგიკური აზროვნების, გადაადგილების, ინფორმაციის მიღებ-გაცემის პლანეტა. მერკური ვაჭრობასაც უკავშირდება. შესაბამისად, თქვენ ვერ ნახავთ ამქვეყანად თუნდაც ერთ ქალუწლის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს, რომელიც ფინანსებთან დაკავშირებით გონივრული ხელმომჭირნეობით და წინდახედულებით არ გამოირჩევა. ქალწული, ფულს ქარს არასოდეს გაატანს და მამაკაცებო, უნდა შეეგუოთ ამას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ლაპარაკია არამხოლოდ მის, არამედ თქვენს მიერ გამომუშავებულ ფულზეც... ნუ იმ შემთხვევაში თუ თქვენ მისი ქმარი ხართ ან სულ მცირე მეგობარი მამაკაცი მაინც.
მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებული სიფრთხილის გამო, ასევე იმის გამოც, რომ ზოგადად ვერ იტანენ ზედმეტობას - ქალწული ქალები იშვიათად გამოირჩევიან საზოგადოებაში ექსცენტრიკული იმიჯით. მათ უმრავლესობას აცვია სადად, გემოვნებით, მაგრამ არასოდეს გამომწვევად. თუ მაინც ნახეთ ქალწული ქალი, რომელიც ზომაზე მეტი ვულგარულობით გამოირჩევა - იცოდეთ, მის პირად ჰოროსკოპში მორიელის ზოდიაქოს გავლენა იქნება გამოკვეთილი. ტიპური ქალწული კი მოწესრიგები, ჰიგიენური, მაგრამ კაბის, დეკოლტის და ფრჩხილის სიგრძის სტანდარტულ ნორმებში ჩამჯდარი ინდივიდია. ღირს კი იმის თქმა და აღნიშვნა, რომ ბევრი მათგანი ამ სისადავით ხშირად აუფერულებს საკუთარ იმიჯს, რომელიც მერკურიანელ ქალებს უდავოდ აქვთ გამორჩეული. ამიტომ ჩაცმა-დახურვის კუთხით ქალწულმა პერიოდულად კიდევ ერთ მერკურიანელ ნიშანს და, ფაქტობრივად ასტრო-დობილს ტყუპს, რომ მიბაძოს ცუდი ნამდვილად არ იქნება.
ქალწულებს უხდებათ ნაზი, ცივი ფერის გამა. დაწყებული მტრედისფერით, დასრულებული მონაცრისფრო-შაბიამნისფრით, ატმისფრით და ლურჯით. ლურჯი და მწვანე ფერი კი მათი საყვარელი ფერია, ზოგადად. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, უპირატესობას ანიჭებენ მკაცრი სტილის სამოსს. მოსწონთ პერანგები, "ფანქარი" ქვედაბოლოები, შარვლები ნაკეცით. იშვიათად ან საერთოდ არ ატარებენ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს და უპირატესობას ანიჭებენ კომფორტულობას ამ მხრივ ("ბალერინები", კედები).
ვარცხნილობის მხრივ, ბევრი ქალწული ატარებს მოკლედ შეჭრილ თმას არა მოდის, არამედ პრაქტიკულობის გამო (მოკლე თმა მალე შრება, არ ითხოვს ხანგრძლივ მოვლას და დავარცხნას). ასევე იშვიათად ატარებენ საკუთარ თმაზე ექსპერიმენტს ტონალობის შეცვლის კუთხით და ცდილობენ თმის ბუნებრივი, ჯანსაღი სტრუქტურა შეინარჩუნონ.
მათ ნაკლებად მოსწონთ მკვეთრი ფერის ფრჩხილის ლაქი ან პომადა. თუმცა, ასტროლოგები ურჩევენ ქალწულებს, პერიოდულად მაინც მისცენ თავს უფლება გამოიყენონ მუქი ბორდოსფერი ტუჩსაცხი, ჩრდილი თვალებზე და მსუბუქი "რუმიანა". ეს ყველაფერი მათ იმიჯს განუმეორებელს გახდის.
აქსესუარების მხრივ, ქალწულებს ვერცხლის მომცრო სამკაულები მოსწონთ. იშვიათად ატარებენ დიდ, მასიურ და ბრჭყვიალა ბეჭდებს ან ყელსაბამებს.
რაც შეეხება სუნამოს, მათთვის ყველაზე მისაღები ცივი, გრილი სუნამოა. არაგამაღიზიანებელი, ნეიტრალური არომატით.