აქსესუარები, სამოსი და ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - სასწორი

აქსესუარები, სამოსი და ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - სასწორი

"კურატორი", ამიტომ სასწორი ქალები მთელ ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე მოსიყვარულეები, თბილები და დიპოლომატიურები არიან. ისინი ვერ იტანენ უხეშობას და ვულგარულ გამოხდომებს. ამიტომ ყოველთვის ცდილობენ თავი აარიდონ კონფლიქტს. ეძებენ ყველგან და ყოველთვის სილამაზეს, ამასთან ერთად თავადაც შეუძლიათ სილამაზისა და კომფორტის შექმნა. სასწორები იდეალური ცოლები, გამგებიანი პარტნიორები და კარგი მეგობრები არიან.

სიამოვნებთ მსმენელის როლში ყოფნა, თუმცა კარგი რჩევების მიცემაც შეუძლიათ სხვისთვის. მათ უმრავლესობას საშუალო აღნაგობა აქვს, ლამაზი სახის ოვალი, სიცილის დროს ჩაჩვრეტილი ლოყები და სასიამოვნო ვიზუალი.

სასწორებს ფერადი სამყარო მოსწონთ, ამიტომ სამოსის მხრივ ძალზე ხშირად ანიჭებენ უპირატესობას ფერებს. მათთვის ყველაზე მისაღებია პასტერლური გამა და ფერები, რომელიც ე.წ. "ნახევარტონების" კატეგორიაში გადის . ისინი დიდ ყურადღებას ანიჭებენ ჩანთებს, საათებს, ბეჭდებს და ზოგადად აქსესუარებს. ძალიან უყვართ ბაფთები და სხვადასხვა ტიპის, ლამაზი თავსაბურავები.

მაკიაჟის მხრივ სასწორს ზედმეტობა იშვიათად ახასიათებს. მისთვის მსუბუქი, ბუნებრივობასთან მიახლოებული მაკიაჟია მისაღები. თმის ფერიც შესაბამისი ტონალობის. თუმცა, ძალზე ხშირად სასწორ ქალებს ქერა და მელირებული თმაც საოცრად ამშვენებთ .

რაც შეეხება სუნამოს, სასწორი სიტკბოს მოყვარული ნიშანია, შესაბამისად, სუნამოც ოდნავ მოტკბო არომატის უნდა შეირჩეს მისთვის.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?