აქსესუარები, სამოსი და ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - მორიელი

აქსესუარები, სამოსი და ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - მორიელი

ვიზუალურ იმიჯს და გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებას განაპირობებს, არამედ იმაზეც აგებს პასუხს ვის, როგორი გემოვნება აქვს ჩაცმა-დახურვის საკითხში. მოდის ასტროლოგები, რომელთა მომსახურებითაც საზღვარგარეთ ბევრი წამყვანი დიზაინერი სარგებლობს მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს, კონკრეტული ფერის, ფაქტურისა და სილუეტის მქონე ტანსაცმელი უხდება. მმართველი პლანეტის ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ ზოდიაქოს ნიშანს მართავს შეგიძლიათ ზუსტად შეარჩიოთ აქსესუარები, კოსმეტიკა და ვარცხნილობის ტენდენციებიც კი. ასე რომ, ამჯერად გთავაზობთ თითოეული ნიშნის შესახებ კონკრეტულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორი იმიჯი იქნება თქვენთვის მისაღები ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.

მორიელი ქალი და მისი იმიჯი

მორიელის ნიშნით დაბადებული ქალების სექსუალურ შარმსა და მაგნეტიზმზე საყოველთაოდ გავრცელებული ინფორმაცია ნამდვილად არ გახლავთ ტყუილი. თუმცა, საინტერესო ის არის, რომ ბევრი ქალი, რომელიც ამ ნიშნით ევლინება ქვეყანას, ხშირად არანაირ ქალურ ხრიკებს არ მიმართავს საიმისოდ, რომ მამაკაცი მოხიბლოს, ხელში ჩაიგდოს და რაც მთავარია, რადაც არ უნდა დაუჯდეს შეინარჩუნოს იგი. ქალი მორიელისთვის მამაკაცის გამო ბრძოლა, ღირსების შემლახველი და დამამცირებელი საკითხია. იგი ამ ყველაფერს ყოველგვარი ძალდატანების გარეშეც მშვენივრად ახერხებს საკუთარი პიროვნების ქარიზმატულობიდან გამომდინარე. მმართველი პლანეტა პლუტონის და თანამმართველი აგრესიული მარსის გამო, ქალი მორიელები ხშირად მოკლებულნი არიან ქალურ სისათუთეს და სინაზეს. რომელიმე მათგანში იქნებ იყოს კიდეც ეს სინატიფის ელემენტები, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია საზოგადოებაში თავის დასაჭერად. შინაგანად კი ნებისმიერი მორიელი ქალი, საკმაოდ ამტანი და ბევრ მამაკაცზე უფრო ყოჩაღია რეალურად.

ვიზუალური იმიჯით მორიელები თვალის ფორმის მიხედვით გამოირჩევიან. მათ უმეტესობას მუქი ფერის თვალები აქვს, მზერა საოცრად დაჟინებული და გამჭოლი. ამიტომაც ხდება, რომ ისინი ხშირად ამჯობინებენ მუქი, გაუმჭვირვალე სათვალის ტარებას არა მოდის, არამედ სხვებზე კომფორტულად დაკვირვების მოთხოვნილების გამო. დიახ, მორიელს უყვარს თვალთვალი და საკმარისად ეჭვიანია საიმისოდ, რომ რომელიმე მამრს მარტივად ენდოს.

გარეგნულად ბევრი მორიელი ქალი საშუალო სიმაღლისაა, იშვიათად ძალიან გამხდარი. სხეულის პროპორციული, თუმცა საკმაოდ მკვრივი ფორმები აქვთ. ნაკლებად უყვართ პრანჭიაობა, თუმცა ზოგიერთ მათგანში ქალურობის უგულებელყოფას ხშირად აბსოლუტრად უხეშ იმიჯამდეც მივყავართ - მამაკაცური სამოსი, სქელძირიანი ბათინკები, ბევრი ელვა-შესაკრავი, "გოთური იმიჯი" . რაც დამეთანხმებით, სულაც არ არის საჭირო მორიელის ჭეშმარიტი ბუნების ხაზგასასმელად. უამისოდაც ნათელია ამ ქალში სექსუალური ენერგიის სიძლიერე და მომხიბვლელობა.

ასტროლოგები თვლიან, რომ ქალ მორიელს ყველაზე მეტად უხდება მამაკაცური სამოსი. ამიტომ მკაცრი სტილის კოსტუმი, ან სულაც უნიფორმა გასაოცარ ქარიზმას აძლევს ამ ქალს. მისთვის საკმარისია ხალათის ზედა ღილის ოდნავ შეხსნაც კი, აღარაფერს ვამბობ მუხლების და წვივების გამოჩენაზე, რომ მამრებმა უკან გუნდური პრინციპით სდიონ. თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა მორიელი ძლიერი სქესის მოსაზიდად ვულგარულ იმიჯს, მკვეთრ მაკიაჟს და მძაფრ სუნამოს იყენებს შედეგი პირდაპირ უკუპროპორციული იქნება.

ასტროლოგები ურჩევენ მორიელ ქალებს, უპირატესობა მიანიჭონ მკაცრი სტილის სამოსს. ყოველგვარი ზედმეტი აქსესუარების გარეშე. მაკიაჟის მხრივ კი მხოლოდ მკვეთრი წითელი ან ალუბლისფერი პომადა გამოიყენონ . ეს საკმარისია მათი სუპერსექსუალური იმიჯის ხაზგასასმელად.

რაც შეეხება სუნამოს და ვარცხნილობას. მუქი ფერის თმა, წითური ან ბაცი წაბლისფერი ტონალობა ძალიან უხდებათ მორიელებს. გარდა ამისა, მათში ხშირად ვხვდებით ბიჭურად თმაშეჭრილ ტიპაჟებს, რაც არანაკლებ წარმოაჩენს მორიელის სექსუალურობას . სუნამოს მორიელები ხშირად მამაკაცურს ან უნისექსის ტიპისას ხმარობენ, რაც ძალზე სწორი მიგნებაა ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?