სახასიათო შტრიხებს, ვიზუალურ იმიჯს და გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებას განაპირობებს, არამედ იმაზეც აგებს პასუხს ვის, როგორი გემოვნება აქვს ჩაცმა-დახურვის საკითხში. მოდის ასტროლოგები, რომელთა მომსახურებითაც საზღვარგარეთ ბევრი წამყვანი დიზაინერი სარგებლობს მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს, კონკრეტული ფერის, ფაქტურისა და სილუეტის მქონე ტანსაცმელი უხდება. მმართველი პლანეტის ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ ზოდიაქოს ნიშანს მართავს შეგიძლიათ ზუსტად შეარჩიოთ აქსესუარები, კოსმეტიკა და ვარცხნილობის ტენდენციებიც კი. ასე რომ, ამჯერად გთავაზობთ თითოეული ნიშნის შესახებ კონკრეტულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორი იმიჯი იქნება თქვენთვის მისაღები ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
მშვილდოსანი ქალი და მისი იმიჯი
მშვილდოსნის ზოდიაქოს პლანეტა იუპიტერი მართავს, რომლის სიმბოლოც ნახევრად ადამიანი - ნახევრად ცხენი ლეგენდარული კენტავრია. ამიტომ ქალ მშვილდოსნებშიც ამ ზოდიაქოს დუალურობის გამო, ორ ძირითად ტიპაჟს ვხვდებით - საკმაოდ დახვეწილ, განათლებულ, ქალურ და მომხიბვლელ ინდივიდებს და აბსოლუტურად არაფემინურ, აქტიურ, საკმაოდ კონფლიქტურ და უზომოდ დამოუკიდებელ ქალებს. შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება მარტივია მშვილდოსანის ამოცნობა.
ამ ნიშნით დაბადებული ქალები, რომელ კატეგორიასაც არ უნდა განეკუთვნებოდნენ ისინი ძალიან აფასებენ სამოსში კომფორტულობას . შესაბამისად, მკაცრი დრესკოდის პარალელურად, ბევრ მშვილდოსან ქალს დააქვს თან კომფორტული კედები ან ესპადრელები დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ რელაქსაციის მიზნით.
მშვილდოსანი ქალის საყვარელ სამოსს შორისაა ჯინსი, თეთრი მაისური და კეპი. ზოგადად, თავსაბურავებისკენ მიდრეკილება ამ ზოდიაქოს ნიშნის ქალებს შორის ხშირად შეინიშნება. შესაბამისად, ბენდენა, შლაპა, კეპი მათი გარდერობის უცვლელი ატრიბუტია.
მშვილდოსან ქალებს ძალიან უყვართ მამაკაცური აქსესუარები. ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ აღმოაჩენთ, რომ იგი, სიამოვნებით ატარებს მეუღლის საათს. გარდა ამისა, მას ძალიან მოეწონება მამაკაცის სამოსის ტარებაც. რის ხარჯზეც მის სექსუალურობას ერთიორად გაესმევა ხაზი თუ ვთქვათ, დახვეწილ ქალურ ქვედაბოლოზე მამაკაცის თეთრ პერანგს მოირგებს.
ხშირად ქალი მშვილდოსნები არ სწყალობენ თმის არაბუნებრივ ტონებს. ამიტომ ბევრი მათგანი ხანდაზმულ ასაკამდე არჩევს ერთგული იყოს თმის იმ ტონალობის, რომელიც მას დედაბუნებამ უანდერძა . თუმცა, თუ მაინც იცვლის ქალი მშვილდოსანი ვარცხნილობას სასურველია, არჩევანი ბუნებრივთან მიახლოებულ ფერებზე გააკეთოს - წაბლისფერი, ბაცი ყავისფერი, ბუნებრივი ქერა.
რაც შეეხება სუნამოს და დეკორატიულ კოსმეტიკას, ბევრი მშვილდოსანი უარყოფს გადამეტებული და გამომწვევი მაკიაჟის აუცილებლობას. ამიტომ ისინი მსუბუქად გამოკვეთენ მხოლოდ საკუთარ ვიზუალურ იმიჯს - ტუშის, ნეიტრალური ფერის ტუჩსაცხის და ფრჩხილის ლაქის მეშვეობით . სუნამოს კი ხშირად მამაკაცურს ან უნისექსის სტილში ირჩევენ.