ვიზუალურ იმიჯს და გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებას განაპირობებს, არამედ იმაზეც აგებს პასუხს ვის, როგორი გემოვნება აქვს ჩაცმა-დახურვის საკითხში. მოდის ასტროლოგები, რომელთა მომსახურებითაც საზღვარგარეთ ბევრი წამყვანი დიზაინერი სარგებლობს მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს, კონკრეტული ფერის, ფაქტურისა და სილუეტის მქონე ტანსაცმელი უხდება. მმართველი პლანეტის ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ ზოდიაქოს ნიშანს მართავს შეგიძლიათ ზუსტად შეარჩიოთ აქსესუარები, კოსმეტიკა და ვარცხნილობის ტენდენციებიც კი. ასე რომ, ამჯერად გთავაზობთ თითოეული ნიშნის შესახებ კონკრეტულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორი იმიჯი იქნება თქვენთვის მისაღები ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
თხის რქა და მისი იმიჯი
თხის რქას პლანეტა სატურნი მართავს, მკაცრი მორალის, ზუსტი გათვლების, ჩარჩოებისა და სავალდებულო შეზღუდვების პლანეტა. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებში, ხშირად შეხვდებით გასაოცრად ლამაზ ქალებს, რომელთაც საკუთარი მომხიბვლელობის არათუ არ სჯერათ - ხშირად არაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ამ მომხიბვლელობას ხაზი გაუსვან და საპირისპირო სქესის თვალში ყურადღება მიიქციონ .
ქალი თხის რქები, "მახინჯი იხვის ჭუკის" სინდრომითაც ხშირად იტანჯებიან. მათი უმრავლესობა მოწიფულ ასაკამდე საკმაოდ შეუხედავი, მორიდებული და გულჩათხრობილია. სატურნის გავლენით, ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ მშობლების აზრს. ამიტომ იშვიათად მიდიან მათი მოთხოვნების წინააღმდეგ - არ სვამენ, არ ეწევიან, ნაკლებად იმოსებიან გამომწვევად.
სამაგიეროდ, უკვე 30 წლის შემდგომ, როცა მათი თანატოლები, ოჯახური უღელით გადაღლილები ვეღარც კი იცლიან თავის მოვლისათვის, თხის რქა კარიერაში და ფინანსურ სფეროში წარმატებული იწყებს საკუთარი თავის ბოლომდე განებივრებას.. . ზუტად ამ პერიოდში იფურჩქნება იგი როგორც ქალი.
სატურნული ბუნების გამო, თხის რქა ქალებს სუფთა ფერები მოსწონთ ჩაცმულობაში - თეთრი, ლურჯი, ნაცრისფერი, შავი. სტილის მიხედვითაც უპირატესობას მკაცრ სილუეტს და ტრადიციულ ფორმას ანიჭებენ. ნაკლებად უყვართ ბევრი აქსესუარის ტარება. თუმცა, რასაც ატარებენ ყოველთვის ძვირფასს და გემოვნებით.
ვარცხნილობა თხის რქას ასეთივე სადა აქვს. ბევრი მათგანი ატარებს შავ ან მუქ წაბლისფერ თმას. მოსწონთ როგორც გაშლილი, ისე "ცხენის კუდივით" შეკრული თმა.
მაკიაჟის მხრივ თუკი ალღო აუღეს და თავს უფლება მისცეს იდეალურად ახერხებენ თავადვე გაიკეთონ საკმაოდ თამამი, თუმცა არავულგარული მაკიაჟი. განსაკუთრებით უხდებათ თხის რქებს თვალებზე ე.წ. "სმოუქი აისი" ტიპის მაკიაჟი. თხის რქა ხარისხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ფული არასოდეს ენანება კარგ კოსმეტიკაში.
სუნამოს მხრივ თხის რქა მოზომილია. მოსწონს ცივი, გრილი და არამძაფრი სურნელი.