ჩვენს სახასიათო შტრიხებს, ვიზუალურ იმიჯს და გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებას განაპირობებს, არამედ იმაზეც აგებს პასუხს ვის, როგორი გემოვნება აქვს ჩაცმა-დახურვის საკითხში. მოდის ასტროლოგები, რომელთა მომსახურებითაც საზღვარგარეთ ბევრი წამყვანი დიზაინერი სარგებლობს მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს, კონკრეტული ფერის, ფაქტურისა და სილუეტის მქონე ტანსაცმელი უხდება. მმართველი პლანეტის ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ ზოდიაქოს ნიშანს მართავს შეგიძლიათ ზუსტად შეარჩიოთ აქსესუარები, კოსმეტიკა და ვარცხნილობის ტენდენციებიც კი. ასე რომ, ამჯერად გთავაზობთ თითოეული ნიშნის შესახებ კონკრეტულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორი იმიჯი იქნება თქვენთვის მისაღები ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
მერწყული ქალი და მისი იმიჯი
მერწყულის ზოდიაქო პლანეტა ურანის გავლენის ქვეშაა, თუმცა ამ ზოდიაქოს თანამმართველად ასტროლოგები პლანეტა სატურნსაც მოიაზრებენ. რის ხარჯზეც, ქალები, რომლებიც მერწყულის ნიშნით ევლინებიან ქვეყანას ხშირად არიან მოდისა და სტილის კანონმდებლები. ურანი ორიგინალობა, სატურნის კონსტრუქციულ ხედვასთან შერწყმული შესანიშნავ ტანსაცმლის დიზაინერს იძლევა . თუმცა, რომც არ იყოს ცნობადი დიზაინერი, ქალი მერწყული მაინც შეძლებს შექმნას საკუთარი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილი და იმიჯი. ეს მისი საყვარელი საქმიანობაა, ურანული ადამიანები თვითგამოხატვის საუკეთესო გზად ხომ ჩაცმა-დახურვას მიიჩნევენ. მერწყული კი უდიდესი ინდივიდუალისტია ამქვეყნად.
ქალ მერწყულს ზედმეტად პრანჭიას ვერ ვუწოდებთ, ამიტომ სასწორი ქალების მსგავსად ისინი საათებს როდი ატარებენ სარკის წინ ან სააბაზანოში. მათთვის მარტივია სხვადასხვა ტიპის, ფასონის, ფაქტურის და ფორმის სამოსის ერთმანეთისთვის შეხამება. შესაბამისად, მის ტანზე შეიძლება იხილოთ ბებიის ნაქონი კორსეტი, დახეული ჯინსი და ულტრამოდური საბოები ერთად. თუმცა ვერავინ იტყვის, რომ მას ეს საერთოდ არ უხდება. პირიქით, შეიძლება მიმდევრებიც კი გაიჩინოს მალე თავისი ამ ორიგინალური იმიჯის გამო.
რაც შეეხება ვარცხნილობას, ქალი მერწყული ამ მხრივ მრავალფეროვენების მოყვარულია. იგი ხშირად იცვლის თმის ფერს და ფორმას. შეიძლება ერთ დღეს აბსოლუტურად ნოლზე გადაიპარსოს თავი, მეორე კვირას კი ხელოვნური დალალებით გამოგეცხადებათ . მისთვის საკუთარ თავზე მოდური ექსპერიმენტების ტარება დიდი სიამოვნებაა.
მერწყულ ქალებს ძალიან უყვართ პირსინგი და ტატუ, ისინი ხშირად ანიჭებენ უპირატესობას მკვეთრ მაკიაჟს და სამკაულებს.
სუნამოს არჩევანშიც ისევე როგორც სხვა დანარჩენში, მერწყული ქალი კოსმოპოლიტურად აზროვნებს.
ხშირად ირჩევს უნისექსის ტიპის სუნამოებს, ან სულაც მამაკაცურ არომატებს ანიჭებს უპირატესობას.