ჩვენს სახასიათო შტრიხებს, ვიზუალურ იმიჯს და გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებას განაპირობებს, არამედ იმაზეც აგებს პასუხს ვის, როგორი გემოვნება აქვს ჩაცმა-დახურვის საკითხში. მოდის ასტროლოგები, რომელთა მომსახურებითაც საზღვარგარეთ ბევრი წამყვანი დიზაინერი სარგებლობს მიიჩნევენ, რომ კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს, კონკრეტული ფერის, ფაქტურისა და სილუეტის მქონე ტანსაცმელი უხდება. მმართველი პლანეტის ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც თქვენ ზოდიაქოს ნიშანს მართავს, შეგიძლიათ ზუსტად შეარჩიოთ აქსესუარები, კოსმეტიკა და ვარცხნილობის ტენდენციებიც კი. ასე რომ, ამჯერად გთავაზობთ თითოეული ნიშნის შესახებ კონკრეტულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორი იმიჯი იქნება თქვენთვის მისაღები ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
თევზი ქალი და მისი იმიჯი
თევზების ზოდიაქო რიგით მეთორმეტეა, პლანეტა ნეპტუნით მართული. ნეპტუნი კი ყოველთვის ასოცირდება ასტროლოგიურად ირეალურთან, ბუნდოვანთან და მისტიკურთან. ამიტომ, ვისაც თევზ ქალებთან გქონიათ საქმე შეამჩნევდით, რომ მათ თითქოსდა ბუნდოვანი სახის ნაკვთები აქვთ. ხშირ შემთხვევაში არ გამოირჩევიან აქტიური საქციელით და მუდმივად ცდილობენ გამოიყურებოდნენ დაუცველად, სუსტად. პრინციპში ქალი თევზის სიძლიერის საიდუმლოც ზუსტად ეს არის - იყოს ისეთი, როგორზეც ოცნებობს მამაკაცების დიდი ნაწილი - ნაზი, ქალური და სათუთი, ხასიათითაც და გარეგნულად.
ქალი თევზები მისტიკურად ლამაზები და დახვეწილები არიან. მათი უმრავლესობა ნატიფი გემოვნების პატრონია. ყოველთვის საოცარი ოსტატობით იხდენენ ნებისმიერი ტიპის სამოსს, თუნდაც ყველაზე სადას. მათთვის დამახასიათებელია გამოკვეთილი ქალურობა ჩაცმა-დახურვის საკითხში. შესანიშნავად უხამებენ ფერებს, ფაქტურებს, კოსმეტიკას და სუნამოს.
ვიზუალურად თევზებს დიდი თვალის ჭრილით ან გამჭოლი მწვანე, ცისფერი ან ჭროღა თვალებით იცნობთ. კანი უმეტესად თეთრი აქვთ, ხელები და კოჭები კი ულამაზესი ფორმის და ყოველთვის მოვლილი.
თევზები გემოვნებით იმოსებიან. უყვართ ნახევრად გამჭვირვალე ბამბის ან ატლასის ქსოვილები. ხშირად ატარებენ აქსესუარებს - შარფები, სათვალეი, ბეჭედ-სამაჯურები მათი საყვარელი შენაძენია.
ვარცხნილობის მხრივ უმეტესად ბუნებრივ ტონალობებს ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა ბიჭურ ვარცხნილობაშიც გასაოცრად ქალურები და დახვეწილები არიან.
სუნამოს ნაზს, რბილი სურნელის მქონეს ირჩევენ. გარკვეული პიკანტური არომატით ან იშვიათი ყვავილების სუნით. ხშირად მოსწონთ ასევე თამბაქოს ყვავილების ტონალობა.