1. თხის რქა-ჰესტია
ჰესტია ოჯახის კერის მფარველია. მშვიდი და გაწონასწორებული, როგორც სხვა არავინ. თავად აპოლონსაც კი უთხრა უარი თავისი აღთქმის გამო. სწორედ ასეთია თხის რქაც, რომელიც მხოლოდ მნიშვნელოვანზე ფიქრობს და გრძნობებს არ ყვება.
როცა ადამიანი ჰესტიას ტიპისაა, გარესამყაროში მომხდარი მშფოთვარე მოვლენები მასზე ისეთ ზეგავლენას ვერ ახდენენ, როგორც სხვა ადამიანებზე. ამ ადამიანებზე ვერც სხვა ადამიანები, ვერც მოვლენები, ვერც ცრურწმენები ვერ ახდენენ გავლენას.
ისევე როგორც ჰესტია, რომელმაც პრომეთეს ცეცხლი უწყალობა გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისთვის, თხის რქებიც ჯერ სხვებზე ზრუნავენ, შემდეგ კი საკუთარ თავზე. თუმცა საკუთარ თავზე ზრუნვა არც ჭირდებათ, ისედაც ყველაფერი კარგად აქვთ.
ქალ-ჰესტიებს მთავარია არ დაავიწყდეთ, რომ შინაგანი სამყაროს გარდა, გარეგანი, სხვა სამყაროც არსებობს.
2. მერწყული-ნიკე
ნიკე-გამარჯვებისა და ტრიუმფის ქალღმერთია. მერწყულები კი ის ადამიანები არიან, რომლებიც თავისთვის წყნარად არ დასხდებიან კუთხეში. ისინი ყოველთვის ახლისკენ ისწრაფიან და ჯიუტად ცდილობენ იმის დამტკიცებას, რაც ჩაიფიქრეს.
მერწყულებს სასიცოცხლო ენერგიის, ოპტიმიზმის და რაიმეს მტკიცების უშრეტი მარაგი აქვთ. ტყუილად კი არ მფარველობთ გამარჯვების ქალღმერთი... ისინი ყოველთვის იმარჯვებენ, ყველა გეგმას ახორციელებენ, ყველა აზრს განამტკიცებენ და მომხიბვლელობით ყველას თავს აყვარებენ.
3. თევზები-აფროდიტე
ეჭვიც არაა, რომ თევზებს აფროდიტე მფარველობთ: ის სიყვარულის ქალღმერთია, მშვენიერია და სხვებზე კარგად ერკვევა გრძნობებით ტანჯვაში. ამ უკანასკნელში კი თევზებს ბადალი არ ჰყავთ. აფროდიტეს მსგავსად, რომელიც კლდიდან გადაეშვა ზღვაში, თევზებსაც თავისი ტანჯვა აბსოლუტში აყავთ.
ისინი ნაზები და მგრძნობიარენი არიან, ამასთან მომხიბვლელნი და მიმზიდველები. ის კი, ვინც მათ გარეგნულ მომხიბვლელობას გაუძლებს, მათი მგრძნობიარე ნატურის წინ უეჭველად ფარ-ხმალს დაყრის.
4. ვერძი-ათენა
ვინმე ფიქრობდა, რომ სხვაგვარად იქნებოდა? ათენა ხომ სიბრძნის განსახიერებაა. მისი ძირითადი სპეციალიზაცია კი საომარი სტრატეგიაა. ათენა მამაკაცის ატრიბუტებით გამოისახება-მუზარადით, შუბით და აბჯრით. ალბათ უცნაურად გეჩვენებათ, რომ ქალი ომთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მიზეზი მარტივია, არესს, ომის ღმერთს, ომები მხოლოდ გასართობად და ომის გულისთვის ჭირდებოდა. ათენა კი იმ ომების მფარველი იყო, რომლებიც აუცილებლობის გამო იწყებოდა. ვერძების განსახიერებაც ესაა. სამართლიანობის გრძნობა მათ ყველაზე კარგად აქვთ განვითარებული. მათ მშვენივრად შეუძლიათ მოწინააღმდეგის განგმირვა შუბით, მაგრამ მხოლოდ საქმის გამო.
5. კურო-დემეტრა
დემეტრა-ნაყოფიერების და მიწათმოქმედების ქალღმერთი. უბრალო ქალღმერთი უბრალო ცხოვრებისეული სიხარულით: კარგად იმუშავე და შემდეგ კარგად მიირთვი. ეჭვიც არაა, კუროზეა საუბარი. კიდევ ვის შეუძლია ასე დააფასოს ისეთი უბრალო რაღაცეები, როგორიცაა კარგი ღვინო, საჭმელი და პატიოსნად შრომა?
კუროები სიამოვნებას იღებენ იმით, რომ სხვები მას მოსაწყენ და რუტინულ ადამიანებად თვლიან. მაგრამ მშვენიერებაც ამაშია, მათ ყველა წვრილმანიდან შეუძლიათ სიამოვნების მიღება და სილამაზეს ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე იქ, სადა მის პოვნას არავინ ელის.ისინი მშვიდნი, გაწონასწორებულნი და მშვენიერნი არიან, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ იმას არ შეეხებით, რაც უყვართ. როცა ჰადესმა დემეტრას ასული მოსტაცა, დემეტრა გულზე ხელდაკრეფილი როდი მჯდარა, ჰადესი იძულებული გახდა მისი პირობები მიეღო. ასე არიან კუროებიც, იმისთვის, რაც მათთვის ძვირფასია, მთებს გადადგამენ.
6. ტყუპი-ირიდა
ღმერთების მაცნე და ცისარტყელას ქალღმერთი. ერთხელ, ზევსმა ირიდა ჰადესისი სამფლობელოში გაგზავნა სტიქსის წყლის შესაგროვებლად და ირიდამ ეს უყოყმანოდ შეასრულა. ასეთია ზუსტად ტყუპები. ისინი ყოველთვის მზად არიან მოგზაურობისთვის, თავგადასავლებისთვის, მთავარია ეს ყველაფერი საინტერესო და მიმზიდველი იყოს. მათ ზღვა ნაცნობები ყავთ და შეზღუდვები არ აინტერესბთ. სიმსუბუქე, მომხიბვლელობა და ცოტა სიგიჟე - ეს მათი ცხოვრების ფორმულაა.
7. კიბო-გეა
გეა-დედამიწის, ყოველი ცოცხალის, სულიერის დედაა, ისევე როგორც კიბო. მას ოღონდაც ვინმე აღაზრდევინე და მეტი არაფერი უნდა. ქალი კიბო - დედის ეტალონია, რომელიც თავისი შვილებისთვის ყველაფერს მოიპოვებს. თუმცა, უნდა აღინიშნობს, რომ კიბოები თავის ბავშვებად თვლიან ყველას, ვინც უყვართ. ასეთი ულევი სიყვარული, ზრუნვა და სითბო აქვს კუროს.
8. ლომი-ჰერა
ჰერა - ქორწინების და დედების მფარველია, თუმცა ეს ბევრმა არ იცის. უმეტესობა ჰერს როგორც ზევსის ცოლს ისე იცნობს, თანაც მესამეს, მაგრამ ისევე როგორც ლომი, ჰერაც ყოველთვის გამოირჩეოდა და მეტოქეებს ვერ იტანდა. ლომებს რაც ეკუთვნით, ის არ შეიძლება სხვასაც ეკუთვნოდეს. ისინი ყოველთვის იბრძოლებენ საკუთარის დასაცავად. ლომთან მეტოქეობა დამარცხებას გიქადით. იცით, რა დეამართათ ჰერას მეტოქეებს? კარგი არაფერი, ამიტომ ლომების მოწინააღმდეგეებს კარგად დაფიქრება მართებთ.
9. ქალწული-თემიდა
თემიდა მართლმსაჯულების და სამართლიანობის ქალღმერთია, ზევსის ბაგე, რომელიც მის ნებას განაცხადებდა. ქალწულების ბაგითაც ჭეშმარიტება ღაღადებს. თუ ქალწული იმის შესახებ გელაპარაკებათ, რაც ჭკუაში არ გიჯდებათ, მაინც უნდა მოუსმინოთ. ქალწული არ ცდება, ის დასკვნებს მხოლოდ ფაქტებიდან გამომდინარე აკეთებს.
პედანტური, სამართლიანი, სერიოზული და გაწონასწორებული - ასე შეიძლება მათი დახასიათება.
10. სასწორი-პერსეფონა
პერსეფონას ისტორია ტიპური სასწორის ცხოვრების ილუსტრაციაა. ახალგაზრდა ქალღმერთს არა და არ შეეძლო საქმროს ამორჩევა, ხან არესზე ათხოვებდნენ, ხან აპოლონზე... მას კი გადაწყვეტილების მიღება უჭირდა, მაშინ ცხოვრებამ გადაწყვიტა: გამოჩნდა ჰადესი, რომელმაც პერსეფონე მოიტაცა და ყველაფერი დალაგდა.
სასწორებს ზუსტად ეს სჭირდებათ, თვითონ არაფერი გადაწყვიტონ და გამოჩნდეს სხვა ვიღაც, რომელიც მათ მაგივრად მიიღებს გადაწყვეტილებას. ქალწულებისგან განსხვავებით, ისინი არასოდეს არიან გაწონასწორებულნი. ასეთია მათი არსი.
11. მორიელი-ჰეკატე
ჰეკატე წყვდიადის, ღამეულ მოჩვენებათა და ჯადოქრობათა ქალღმერთია. მორიელი ხომ არ გეცნოთ? დიახ, დიახ... როგორც ამბობენ, წყნარ ჭაობში ეშმაკები დაძრწიანო - ეს სწორედ მათზეა ნათქვამი. ისინი იმდენად მომხიბვლელები არიან, რომ მათ მიმზიდველობას ვერ გაუძლებ. აი, შიგნით რას მალავენ, ეს უკვე სხვა საქმეა. მორიელები ამოუცნობნი და მრავალწახნაგოვანნი არიან.
12. მშვილდოსანი-არტემიდე
არტემიდე - ნადირობის ქალღმერთია, ამასთან სიბრძნეს განასახიერებს და მშობიარეთა მფარველიცაა. საიდან სადაო, არა? ზუსტად ასეთია მშვილდოსანიც. მას ყველაზე შეუთავსებლის შეთავსებაც კი ძალუძს. მათ შეუძლიათ ნებისმიერი მოსაზრება მიიღონ და ნებისმიერ აზრს დაეთანხმონ. არასოდეს ამბობენ უარს კამათზე და თითქოს მაგნიტივით იზიდავენ ურთიერთსაპირისპიროს.
წყარო ,, ინტერმედია "