ჩვენ და ჩვენი ანტიპოდი - ანუ რატომ გვიზიდავენ რადიკალურად განსხვავებული ადამიანები

ჩვენ და ჩვენი ანტიპოდი - ანუ რატომ გვიზიდავენ  რადიკალურად განსხვავებული ადამიანები

ნებისმიერი სახის სასიყვარულო ურთიერთობა, კონკრეტული, ინდივიდუალური სცენარით ვითარდება. თუმცა, ასტროლოგიურად არსებობს ურთიერთობის რამდენიმე ტიპი, რომელიც თავის თავში პარტნიორებს შორის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას და ემოციურ-მენტალური კომუნიკაციის ფორმას მოიაზრებს. მოდით სათითაოდ გავეცნოთ მათ...

ურთიერთობის ტიპი "მე და ჩემი ანტიპოდი"

ვერძი - სასწორი

კურო - მორიელი

ტყუპი - მშვილდოსანი

კირჩხიბი - თხის რქა

ლომი - მერწყული

ქალწული - თევზები

სასწორი - ვერძი

მორიელი -კურო

მშვილდოსანი - ტყუპი

თხის რქა - კირჩხიბი

მერწყული - ლომი

თევზები - ქალწული

ჩვენგან მეშვიდე ნიშანთან ურთიერთობა მრუდე სარკეში ჩვენივე ორეულის ცქერას გავს. მისგან შეგვიძლია ვისწავლოთ ის, რაც თავად ასე გვაკლია ხასიათში. თუმცა, მანამ, სანამ ამას გავაცნობიერებთ, შესაძლოა, პარტნიორში ჩვენგან განსხვავებულმა თვისებებმა ხშირად ძალიანაც გაგვაღიზიანოს და პირიქით, მას არ მოეწონოს ბევრი რამ ჩვენში.

როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობების კუთხით ჩვენს ოპოზიციურ ნიშანთან კავშირი ერთ-ერთი საუკეთესო და ნაყოფიერი შეიძლება გახდეს, თუ ჩვენ შევძლებთ კომპრომისისა და ურთიერთგაგების ხარჯზე დავინახოთ ერთმანეთის დადებითი მხარეები. საამისოდ, უმთავრესი ბაზისი არის პარტნიორების მაღალი ინტელექტუალური დონე და სწორი ეთიკურ-მორალური პრინციპები. იმ შემთხვევაში კი, როცა საქმე გვაქვს შედარებით პრიმიტიულ კავშირთან ან ერთი პარტნიორი მაინც მოიკოჭლებს ინტელექტუალურ-მენტალური განვითარებით, წყვილში ურთიერთჯიბრის, ძალაუფლებისთვის მუდმივი ბრძოლის სურვილი ვლინდება. რაც ხშირად ხდება ხმაურიანი სკანდალების და ხშირად განქორწინების საბაბიც.

ამიტომ უპირველესი წესი, რაც ე.წ. "ანტიპოდების" კავშირისას უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ ეს უნდა იყოს მაქსიმალურად თანასწორუფლებიანი ურთიერთობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყვილი ვერ შეძლებს ჰარმონიულ თანაცხოვრებას. თუმცა, საიმისოდ, რომ ჭეშმარიტ ჰარმონიულ ოჯახურ თანაცხოვრებას მიაღწიონ, სწორედ ოპოზიციურ ნიშნებს გააჩნიათ ყველაზე მეტი შანსი. იმიტომ რომ ოპოზიცია თავისი არსით, ერთი მთლიანობის ორ ნაწილს მოიაზრებს და სწორედ ამ "ნაწილებს" გააჩნიათ პოტენციალი, ურთიერთკომპრომისისა და თანასწორუფლებიანობის ხარჯზე გამთლიანდნენ და ბედნიერი ცოლ-ქმრული წყვილი შექმნან. რომელიც გარდა ამისა, საერთო კაპიტალის დაგროვებას, ერთმანეთისთვის კარიერულ წინსვლაში ხელის შეწყობის ფაქტს და სხვადასხვა ეტაპზე ცხოვრებისეული სტიმულის გაჩენასაც ითვალისწინებს წყვილს შორის.

ასეთი წყვილები საუკეთესო შემთხვევაში, ერთობლივი ძალისხმევით იმაღლებენ არამხოლოდ სოციალურ სტატუსს და მატერიალურ მდგომარეობას, ხელსაც უწყობენ ერთმანეთს ინტელექტუალური და სულიერი განვითარების კუთხით. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი ერთად "იზრდებიან" პიროვნულად და სწორედ ამგვარ წყვილებს შორის ყალიბდება ყველაზე ძლიერი ემოციურ-მენტალური კავშირი. რაც თავის მხრივ წარმატებული ქორწინების საწინდარია.

როგორ ეწყობა მორიელი წყლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ კირჩხიბს, მორიელს და თევზებს

როგორ ეწყობა მორიელი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ ვერძს, ლომს და მშვილდოსანს

30 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა მყარია