რა განაპირობებს უშვილობას ასტროლოგიურად და რა არის გამოსავალი?

რა განაპირობებს უშვილობას ასტროლოგიურად და რა არის გამოსავალი?

ას­ტრო­ლო­გებს ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი აქვთ, ამას­თან, შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, უშ­ვი­ლო, ჯან­მრთე­ლი წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლონ - ისი­ნი მშობ­ლე­ბი გახ­დნენ. რო­გორ ახერ­ხე­ბენ ისი­ნი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნას და ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას. რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მა შუძ­ლი­ათ ამ კუ­თხით, ამა­ზე ას­ტრო­ლო­გი სო­ფია ბზე­კა­ლა­ვა გვე­სა­უბ­რე­ბა.

Astrologia

- რო­დე­საც ამ საქ­მე­ში ას­ტრო­ლო­გი­ის როლ­ზე ვსა­უბ­რობთ, აქ მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რად ჯან­მრთელ ორ­გა­ნიზ­მზე არაა სა­უ­ბა­რი. ადა­მი­ა­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ჯან­მრთე­ლი უნდა იყოს. ას­ტრო­ლო­გე­ბის გად­მო­სა­ხე­დი­დან, და­ფეხ­მძი­მე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, ქვეც­ნო­ბი­ე­რი­დან მო­დის, ქვეც­ნო­ბი­ე­რი­დან უნდა და­უშ­ვას ეს ქალ­მა, რომ მას უნდა ჰყავ­დეს შვი­ლი, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ჩნდე­ბა ფეხ­მძი­მო­ბის შან­სი . ბევ­რი "ქე­ი­სი" მქო­ნია, რო­დე­საც ქალს და­ფეხ­მძი­მე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და და ბი­ო­ლო­გი­უ­რად არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ყო­ფი­ლა. აქ ბევრ რა­მეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხი გან­სა­ზღვრავს. ასეთ დროს ორი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი არ­სე­ბობს:

ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში მისი ურ­თი­ერ­თო­ბა დე­დას­თან და დე­დის ურ­თი­ერ­თო­ბა მას­თან. ამი­ტომ, თუკი დე­დას შვი­ლის მი­მართ გულ­გრი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და, სხვა საქ­მე­ე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და არა უმე­ტე­სად შვი­ლით, ან იყო მკაც­რი და ბევ­რი წნე­ხი აჰ­კი­და შვილს - ამი­ტომ, შვილს დე­დო­ბის შიში უჩ­ნდე­ბა, თვი­თო­ნაც იგი­ვე არ გა­ი­მე­ო­როს. მე­ო­რე მი­ზე­ზი: ეს გე­ნე­ტი­კაა, ანუ ქა­ლე­ბის ხა­ზით გე­ნე­ტი­კა­ში შიში მო­დის, რაც ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვია.
Astrologia

- რას გუ­ლის­ხმობ?

- შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბა­ში ქა­ლებს, შვი­ლის გა­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, დიდი პრობ­ლე­მა ჰქონ­დათ. ვი­ღა­ცას ავად­მყო­ფი ბავ­შვი ჰყავ­და და გა­ჩე­ნა­ზე ამის გამო უარი თქვა - პი­როვ­ნუ­ლად ვერ გან­ვი­თარ­და. ასე რომ, ყვე­ლა­ფე­რი ხომ ქვეც­ნო­ბი­ერ­ში იდე­ბა. მან ჩათ­ვა­ლა, რომ გახ­დეს დედა, მის­თვის უბე­დურ ქალს ნიშ­ნავს. მოკ­ლედ, ეს მისი გე­ნე­ტი­კუ­რი ხა­ზი­დან მო­დის. ამი­ტომ, ვი­ღა­ცამ გვარ­ში უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ მათი გე­ნე­ტი­კა არას­წო­რი ფორ­მით მი­დის. თა­ო­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს ში­ნა­გან ში­შებს გა­დას­ცე­მენ და შემ­დგომ ქვეც­ნო­ბი­ე­რად ამ ში­შე­ბით ცხოვ­რო­ბენ. ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბაა სა­ჭი­რო. ადა­მი­ან­მა შიშს თვა­ლი უნდა გა­უს­წო­როს. და­ფეხ­მძი­მე­ბი­სას ეს შიში ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რია. ქალი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად კე­ტავს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, - "მე მზად ვარ, ვიყო დედა". შე­სა­ბა­მი­სად ეს პრობ­ლე­მა ჰო­როს­კოპ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ჩანს. თუ დე­დის ფაქ­ტო­რია, მან უნდა გა­ი­აზ­როს, რომ დე­დას ისე უყ­ვარ­და რო­გორც შე­ეძ­ლო, ის ისე­თია და სხვა­ნა­ი­რი ვერ იქ­ნე­ბო­და. ასე­ვე ის, რომ ის ადა­მი­ა­ნი თუ ამ ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში, სამ­ყა­რომ მის დე­დად მო­ავ­ლი­ნა, რა­ღა­ცას ნიშ­ნავს. თუ შვი­ლი ამას გა­ი­აზ­რებს, პრობ­ლე­მა იხ­სნე­ბა. მე­სა­მე მი­ზე­ზიც არის - ეს კარ­მუ­ლი ფაქ­ტო­რია და წინა 2 მი­ზე­ზი მე­სა­მეს ეფუძ­ნე­ბა. და­ფეხ­მძი­მე­ბის პრობ­ლე­მა წინა ინ­კარ­ნა­ცი­უ­ლი შეც­დო­მე­ბის გამო ხდე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­მა გა­სულ ცხოვ­რე­ბა­ში და­უშ­ვა - შე­იძ­ლე­ბა არ უნ­დო­და, შვი­ლი ჰყო­ლო­და და უარი თქვა სა­კუ­თარ შვილ­ზე, ან გა­აშ­ვი­ლა, - ბევ­რი ფაქ­ტო­რია. ამი­ტომ, ამ ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში რო­დე­საც მო­დის, შე­საძ­ლებ­ლია, აირ­ჩი­ოს ის გვა­რი და გე­ნე­ტი­კა, რო­გო­რიც ჰქონ­დათ ქა­ლებს, მის წი­ნა­პებს 6-7 თა­ო­ბის მან­ძილ­ზე. მან, ამ მე­თო­დით, დე­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი კარ­მაც უნდა გა­და­ა­მუ­შა­ვოს, რაც წინა ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში ვერ შეძ­ლო და იმ კუ­თხით გე­ნე­ტი­კის ფაქ­ტო­რი ერ­თი­ან­დე­ბა. მოკ­ლედ, ისიც კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბაა, რა­ტომ მო­დის კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი, კონ­კრე­ტულ გვარ­ში, გე­ნე­ტი­კა­ში. სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა ამ კონ­კრე­ტულ ოჯახ­ში და­ბა­დე­ბით უნდა გა­ი­აზ­როს, თუმ­ცა ყვე­ლა ვერ იაზ­რებს, ადა­მი­ა­ნე­ბი უმე­ტე­სად ავ­ტო­პი­ლო­ტით ცხოვ­რო­ბენ. ცუ­დია, ცხოვ­რე­ბას ავ­ტო­მა­ტუ­რად რომ მიჰ­ყვე­ბი. ცხოვ­რო­ბენ ისე, რო­გორც ცხოვ­რობ­დნენ მათი წი­ნაპ­რე­ბი, არა­ფერს ცვლი­ან...
Astrologia

- შე­უძ­ლი­ათ რა­ი­მეს შეც­ვლა?

- რა თქმა უნდა, რა­საც ზოგი ახერ­ხებს, ზოგი - ვერა. ეს უკვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. შე­სა­ბა­მი­სად ამას ას­ტრო­ლო­გი ად­გენს, რა­ტომ აქვს ადა­მი­ანს პრობ­ლე­მა და სა­ი­დან მო­დის ის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მისი მოგ­ვა­რე­ბა.

- უშ­ვი­ლო წყვი­ლის­თვის რა დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა შე­უძ­ლია ას­ტრო­ლოგს?

- შეგ­ვიძ­ლია, და­ვად­გი­ნოთ, რა არის უშ­ვი­ლო­ბის მი­ზე­ზი. ჩემი პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ქალს ჰგო­ნია, თუ ბავ­შვს გა­ა­ჩენს, კა­რი­ე­რის აწყო­ბას ვე­ღარ შეძ­ლებს. ეს უმე­ტე­სად კა­რი­ე­რისტ ქა­ლებს ემარ­თე­ბათ - ორი­ვე უნ­დათ - ბავ­შვიც და კა­რი­ე­რაც. რთუ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ ორი­ვე ერ­თად. ამი­ტომ, სა­ჭი­როა, რა­ღა­ცას ცოტა ხნით შე­ეშ­ვან. ასე­თი­ვე ტი­პის ას­პექ­ტია - "მე­უღ­ლის სა­ხით უკვე მყავს დიდი ბავ­შვი". მე­უღ­ლე იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნაა მის­თვის, რომ ქალს ეში­ნია, თუ და­ფეხ­მძიმ­დე­ბა, ბავ­შვს გა­ა­ჩენს, მე­უღ­ლეს ყუ­რა­დღე­ბა მო­აკ­ლდე­ბა, ეს გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლი ში­შია. რა­საც ბევ­რი ქალი ან ვერ აღი­ა­რებს, ან ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს. რე­ა­ლუ­რად ასეა, ამ შემ­თხვე­ვა­შიც გა­აზ­რე­ბაა სა­ჭი­რო და იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, რომ ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის მე­უღ­ლე "დედა" არ უნდა იყოს, მაგ­რამ ესეც წინა თა­ო­ბე­ბი­დან მო­დის, - დედა, ბე­ბია ასე ექ­ცე­ოდ­ნენ სა­კუ­თარ ქმრებს. ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­უღ­ლის სა­ხით თი­თო­ე­ულს დიდი ბავ­შვი ჰყავ­და. ამ გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მა უნდა გა­ვი­აზ­როთ. გა­აზ­რე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლა პრობ­ლე­მა გვარ­დე­ბა.
Astrologia

- რო­მე­ლი­მე "ქე­ისს" ხომ ვერ გან­ვი­ხი­ლავთ?

- არის ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი "ქე­ი­სი", - ქალ­ბა­ტო­ნი უშ­ვი­ლო იყო, მაგ­რამ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და. პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ უნ­დო­და ბავ­შვის გა­ჩე­ნა, მაგ­რამ მერე მო­უნ­და, მაგ­რამ ვერ ფეხ­მძიმ­დე­ბო­და. ჩვენ ვნა­ხეთ მისი გე­ნე­ტი­კუ­რი ხაზი და აღ­მოჩ­ნდა, რომ ქა­ლე­ბის ხა­ზით გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იყო მას­თან ჩა­დე­ბუ­ლი, მის დიდ ბე­ბი­ას (სა­ი­და­ნაც ახ­სოვს თა­ვი­სი გე­ნე­ტი­კა) პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, - ავად­მყო­ფი შვი­ლი ჰყავ­და, რო­მელ­საც ჯან­მრთე­ლი და-ძმის­გან შორს, გა­მიჯ­ნუ­ლად ამ­ყო­ფებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა...

ამ ქალ­საც მისი დე­დო­ბის­გან გაქ­ცე­ვის მო­მენ­ტიც ჰქონ­და. თუმ­ცა შვი­ლე­ბი გა­ა­ჩი­ნა, მაგ­რამ თვი­თონ არ ზრდი­და მათ, რა­საც იმით ამარ­თლებ­და, რომ ბავ­შვებს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა სჭირ­დე­ბათ, ამი­ტომ, ბევ­რი უნდა ვი­მუ­შა­ვოო. მუ­შა­ობ­და, ფი­ზი­კუ­რად არ იყო ბავ­შვე­თან და სამ­ყა­რომ პირ­ვე­ლი მე­სი­ჯი მის­ცა - ერთ-ერთი შვი­ლი და­ეწ­ვა, მაგ­რამ გა­დარ­ჩა, ამ ადა­მი­ან­მა გა­აგ­რძე­ლა თა­ვი­სი პო­ზი­ცია - აქ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. სა­მუ­შა­ოდ სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­და და მე­სა­მე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, მაგ­რამ უკვე გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბით. ამით სამ­ყა­რომ აჩ­ვე­ნა, რომ შვი­ლებ­ზე უნდა იყოს კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. ფი­ზი­კუ­რად უნდა იყოს მათ გვერ­დით.

Astrologia

- ბევ­რი ქალი მი­დის სა­ზღვარ­გა­რეთ, რათა სა­კუ­თა­რი შრო­მით აქ შვი­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოს...

- შუ­რა­ცხყო­ფას ვე­რა­ვის მი­ვა­ყე­ნებ, მაგ­რამ არის პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ მიგ­ვი­თითებს იმა­ზე, რომ შენი მთა­ვა­რი მი­სი­აა, იყო კარ­გი დედა და გყავ­დეს შვი­ლე­ბი. მაგ­რამ ამ შვი­ლებ­თან უნდა გქონ­დეს ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი კონ­ტაქ­ტი. ამი­ტომ დე­დო­ბის ტვირ­თის­თვის არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა თა­ვის არი­დე­ბა. ამას გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ადა­მი­ანს შეს­წევს უნა­რი არას­წო­რი გე­ნე­ტი­კუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა შეც­ვა­ლოს და გა­დას­ცეს მომ­დევ­ნო თა­ო­ბებს, იყოს დედა, არ ნიშ­ნავს ჰქონ­დეს ბორ­კი­ლე­ბი. რო­გორც კი ამას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, და­უშ­ვებს იმას, რომ მე უნდა ვიყო დედა და ამით რო­გორც პი­როვ­ნე­ბა და რო­გორც ქალი არ წა­ვიშ­ლე­ბი, მას დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შვი­ლი ეყო­ლე­ბა. ტყუ­ი­ლად არა­ფე­რი ხდე­ბა. თუ ადა­მი­ანს გვი­ან ეძ­ლე­ვა შვი­ლი, ვი­მე­ო­რებ, იმი­ტომ, რომ წინა ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში მან შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა. ამი­ტომ, შემ­დეგ სამ­ყა­რო აჩ­ვე­ნებს, რას ნიშ­ნავს შვი­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, რად­გა­ნაც ყვე­ლა ჰო­როს­კო­პი არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის ის­ტო­რი­აც ასე­თი­ვეა.

ავტორი : ლალი ფაცია

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?