არგია სხვას და არც შენ სხვის ნახევარს. ორივეს ცხოვრება დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაზე გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვის ნახევარს სახელდახელოდ ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს, ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია" – როცა სტატიის წერა დავიწყე და მონდომებით ვარჩევდი ეპილოგად გამოსადეგ ფრაზას, ჩემდა გასაოცრად არაჩვეულებრივი ქართველი მწერლის – ოტია იოსელიანის სიტყვები ამოტივტივდა გონებაში.
ამჯერად რიგით მესამე წყვილს წარმოგიდგენთ – ლომი და მერწყული
ურთიერთობის საკვანძო ფრაზა ამ ორს შორის ძალაუფლება და პროფესიული კონკურენციაა. ალბათ გგონიათ, რომ ლომი რომელიც ერთმნიშვნელოვნად აშკარა და ღია ამბიციურობით გამოირჩევა, არაფრით წააგავს კაცთმოყვარე, მეგობრულ და თავმდაბალ მერწყულს. ჰოდა, აი, აქ ცდებით... ლომში ნამდვილად არის ლიდერობის მოთხოვნილება, რასაც იგი მეტი დამაჯერებლობისთვის "ღრიალით" უსვამს ხაზს და ცდილობს საკუთარი იმიჯით მოიპოვოს გარშემო მყოფთა პატივისცემა. მაშინ როცა მერწყული იგივეს გარშემო მყოფების მიმართ კეთილგანწყობით, ლოიალურობით, თანასწორობის პრინციპის დაცვით აღწევს. ერთსაც და მეორესაც კი მიზანი ერთი აქვს, – საყოველთაო აღიარება!
ამ ორს შორის საერთო შემოქმედებითი აზროვნების უნარი და კრეატიული მიდგომაცაა ცხოვრებისეული საკითხების მიმართ. თუმცა ის, რაც ლომს ხასიათში ზედმეტად ბევრიც კი აქვს, თითქმის არ ახასიათებს მერწყულს – ეს ეჭვიანობის გრძნობაა. ლომი საკუთარ სიამაყეს და იმიჯს უფრთხილდება, სწორედ ამიტომ უფრთხის ფაქტს იყოს ღალატის მსხვერპლის როლში. მერწყული კი სწორედ იგივე მიზეზით ერიდება ძლიერ მიჯაჭვულობას და ცდილობს საკუთარი საქციელი მესაკუთრული გრძნობების არქონით გაამართლოს. სინამდვილეში, მათ ერთმანეთი ზუსტად ამ კუთხით სჭირდებათ. ლომი მერწყულს ასწავლის პასუხისმგებლობის აღებას გარშემო მყოფებზე და რაც მთავარია დაანახვებს იმას, რომ არაფერია საშიში ზოგადად პასუხისმგებლობაში. მერწყული კი ლომს ასწავლის, როგორ მონახოს ნებისმიერის გულისკენ მისასვლელად უშუალო და გულწრფელი გზა. ისე რომ არავინ დააფრთხოს საკუთარი გოროზი იმიჯით, რომლის უკანაც რეალურად მოსიყვარულე ფისუნია იმალება. ჰოდა, რაღაში სჭირდება ამიერიდან ლომს ღრიალი?
მერწყულისა და ლომის სიყვარული შეიძლება ხანგრძლივი, გაუხუნარი და ინტენსიური იყოს. ლომი ყოველთვის აღფრთოვანდება მერწყულის მკვეთრი ინდივიდუალიზმით. მერწყული კი თავის მხრივ მოიხიბლება ლომის შემოქმედებითი აზროვნებითა და თავის ფლობის უნარით. ერთადერთი პრობლემა მათ შორის ეჭვიანობაა, ამიტომ ლომს მოეთხოვება არასოდეს შეუზღუდოს ცვალებად ურანიანელს სასუნთქი ჰაერი და ყოველთვის დაუტოვოს მას პირადი სივრცე პროფესიული განვითარებისთვის. მერწყული კი უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ იგი ძალიან უყვარს ვიღაცას. უყვარს არა ერთი ან ორი დღით ან თვით, არამედ გაცილებით ხანგრძლივი ვადით და რაც მთავარია, მთელი გულით. ასეთი სიყვარულის სწავლა კი მას მხოლოდ პარტნიორი ლომის მეშვეობით შეუძლია.