დედაშვილობის ჰოროსკოპი - როგორი დედაა კურო?

დედაშვილობის ჰოროსკოპი - როგორი დედაა  კურო?

მიხედვით ვიმსჯელებთ, არსებობს შემთხვევები როცა დედა-შვილს შორის ურთიერთობაში, გარკვეული დაძაბულობა იჩენს თავს ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. ამიტომ სასურველია მათ შორის ხასიათების თავსებადობის შესახებ, ასტროლოგიური კუთხითაც ვიმსჯელოთ სტატიების ციკლის მეშვეობით, რომელსაც დღეიდან შემოგთავაზებთ

დედა კურო ვერძი შვილი – კურო ბუნებით დინჯი, წესრიგისა და სიმშვიდის მოყვარულია, შვილი ვერძი მის ცხოვრებაში დაბადებიდან ქაოსს და თავისტკივილს შემოტანს, ამიტომ ხშირად იქნება დედა-შვილს შორის დაძაბულობა, ძირითადად ვერძისთვის დამახასიათებელი დაუფიქრებელი საქციელის გამო. რასაც პატარა ასაკში შუბლზე კოპი, დიდობაში კი გაცილებით უფრო სერიოზული გართულებები მოჰყვება.

დედა კურო შვილი კურო – მათ შორის შეიძლება სრული იდილია სუფევდეს მანამ სანამ ამ ორის შეხედულებები, რაიმე პრინციპულ ცხოვრებისეულ საკითხში არ გადაიკვეთება. სხვა მხრივ, დედა კურო პატარა ბოჩოლას ყოველმხრივ უზრუნველყოფს სტაბილური გარემოთი, გემრიელი სასმელ-საჭმელითა და ზრუნვით. ამასთან ერთად, ისინი შესანიშნავად შესძლებენ სოლიდური დანაზოგი დააგროვონ შავი დღისთვის, ისე რომ ოჯახის მამა ამის შესახებ ბოლო წუთს გაიგებს.

დედა კურო შვილი ტყუპი – ჰაეროვანი, მოუსვენარი და ცვალებადი ტყუპი დედა კუროსთვის საკმაოდ ძნელად აღსაზრდელი შვილია. მას არ მოეწონება შვილის ჰიპერაქტიური ხასიათი, ამიტომ შეეცდება პატარა ასაკიდან მიაჩვიოს იგი წესრიგსა და სიმშვიდეს, რაც აბსოლუტურად უშედეგო საქციელია. საბოლოოდ, ტყუპი მაინც ისე მოიქცევა, როგორც თავად მოუხუშტურებს. აჯობებს დედა კურომ შვილის ორიგინალური აზროვნება რაიმე სასარგებლო პროფესიულ კალაპოტში მიმართოს, ამით იგი შვილს ძალიან დაეხმარება.

დედა კურო შვილი კირჩხიბი – ძალიან კარგი კავშირია. პატარა კირჩხიბი ბედნიერი, მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება გაიზრდება, იმიტომ რომ დედა კუროსგან მიიღებს ზუსტად იმას, რაც მას ასე ესაჭიროება – დედა მუდმივად იქნება მის გვერდით, როგორც ფიზიკურად ისე ემოციური კუთხით. ერთადერთი პრობლემა რამაც შეიძლება უთანხმოება გამოიწვიოს, კირჩხიბის ცვალებადი ხასიათია, რაც სტაბილურობის მოყვარულ, გაწონაწორებულ კუროს გააღიზიანებს.

დედა კურო შვილი ლომი – მეტ-ნაკლებად პრობლემატური კავშირია. ლომი და კურო კვადრატურას ქმნის, ამიტომ დედა-შვილს შორის ხშირად იქნება კამათი უფრო დიდ ასაკში, როცა შვილი ლომი დედა კუროსგან ძვირად ღირებულ სამოსს, სოლიდური რაოდენობის ჯიბის ფულსა და დამოუკიდებლობას მოითხოვს. ამიტომ საჭიროა პატარა ასაკშივე მიაჩვიოს დედა კურომ თავისი ბოკვერი სხვებისთვის ანგარიშის გაწევას და შესაძლებლობების ფარგლებში ცხროვრების აუცილებლობას.

დედა კურო შვილი ქალწული – ერთ-ერთი ჰარმონიული კავშირია. დედა კურო შვილი ქალწულის სახით შესანიშნავ თანამოაზრეს, დამხმარესა და მეგობარს შეიძენს პატარა ასაკიდან. შესაძლოა, ჩვილობისას იგი ცოტათი გააღიზიანოს ქალწულის გადამეტებულმა პრეტენზიულობამ კვების მიმართ, თუმცა მოგვიანებით კურო, შვილის მენიუს ზედმიწევნით შეისწავლის და პრობლემა აღარ იარსებებს.

დედა კურო სასწორი შვილი – საკმაოდ კარგი კავშირია. სასწორი, ისევე როგორც კურო ვენერით მართული ნიშანია, ამიტომ დედა კურო ადვილად მოახერხებს შეუქმნას შვილს ჰარმონიული, სტაბილური და მყუდრო გარემო, რაც პატარა სასწორს ჰაერივით ესაჭიროება. მას არც პატარა სასწორის სახელოვნებო ნიჭი გამოეპარება და სიამოვნებით შეუწყობს ხელს მას მონაცემების განვითარებაში.

დედა კურო შვილი მორიელი – საკმაოდ რთული კავშირია, გამომდინარე იქედან, რომ მორიელი კუროს ოპოზიციურ ნიშანს წარმოადგენს. მორიელი პატარა ასაკიდანვე გააპროტესტებს დედა კუროს მცდელობას მის მაგივრად გადაწყვიტოს რამე. შესაბამისად, კუროს მცდელობა მორიელს რაიმე იძულების წესით გააკეთებინოს, მარცხისთვის იქნება განწირული. თუმცა პრობლემა ის გახლავთ, რომ კურო ბუნებით ჯიუტია, მორიელი კი ამაყი და პრინციპული ამიტომ ამ ორს შორის აუცილებელი კომპრომისის გარეშე, შეიძლება დედაშვილური ურთიერთობა მთელი ცხოვრების ომად იქცეს.

დედა კურო შვილი მშვილდოსანი – მეტ-ნაკლებად ჰარმონიული კავშირია, თუკი პატარა მშვილდოსანი საკუთარი სიცელქითა და ჰიპერაქტიულობით ხშირად არ გამოიყვანს მოთმინებიდან, სიმყუდროვისა და წესრიგის მოყვარულ დედა კუროს. პრობლემას მშვილდოსნის მხრიდან გამოვლენილი უწესრიგობის და ქაოსის სიყვარულიც გამოიწვევს, რაც ძალიან გააღიზიანებს ბუნებით მოწესრიგებულ და უზომოდ ჰიგიენურ კუროს.

დედა კურო შვილი თხის რქა – შესანიშნავი ტანდემია. თხის რქა ბავშვი კურო დედაზე უკეთეს დედას ვერსად იპონის. იგი მისთვის საუკეთესო მეგობარი, თანამოაზრე და მხარდამჭერი იქნება მთელი სიცოცხლის მანძილზე. კურო კი თავის მხრივ ძალიან იამაყებს შვილი თხის რქის ამბიციურობით, მიზანმიმართულებითა და ნიჭიერებით.

დედა კურო შვილი მერწყული – საკმაოდ პრობლემატური კავშირია, იმ თვალსაზრისით, რომ პატარა მერწყულის ექსტრაორდინალური იდეები დედა კუროსთვის ყოველთვის გაუგებარი და მიუღებელი იქნება. იგი ვერც შვილის მხრიდან გამოვლენილ გადამეტებულ დამოუკიდებლობის მოთხოვნილებას აიტანს. კუროსთვის აუცილებელია ყველაფერი გეგმის მიხედვით, დალაგებულად და გათვლილად მიმდინარეობდეს. მის მიერ დაწყობილ გეგმებს კი პატარა მერწყული ყოველთვის თავდაყირა დააყენებს, ისევე როგორც დედის დალაგებულ სამზარულოს ან სასტუმრო ოთახს.

დედა კურო შვილი თევზი – თევზებისთვის კურო დედა პატარა ასაკში იდეალური დედა იქნება. იგი მაქსიმალურად უზრუნველყოფს მას სითბოს, ყურადღებისა და კომფორტის გარემოცვით. თუმცა უკვე დიდ ასაკში, შეეცდება შვილი ეკონომიასა და ფინანსებთან დაკავშირებით გონივრულ მოდგომას მიაჩვიოს, რაც ნაწილობრივ იქნება შესაძლებელი.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?