, არსებობს შემთხვევები როცა დედა-შვილს შორის ურთიერთობაში, გარკვეული დაძაბულობა იჩენს თავს ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. ამიტომ სასურველია მათ შორის ხასიათების თავსებადობის შესახებ, ასტროლოგიური კუთხითაც ვიმსჯელოთ სტატიების ციკლის მეშვეობით, რომელსაც დღეიდან შემოგთავაზებთ
როგორი დედაა მორიელი
მორიელი დედა ვერძი შვილი - საკმაოდ კარგი კავშირია, გამომდინარე იქედან, რომ ვერძსაც და მორიელსაც ერთი და იგივე პლანეტა – მარსი მართავს (მარსი მორიელის თანამმართველია პლუტონთან ერთად). დედა მორიელს შესანიშნავად გამოუვა პატარა ვერძს ბავშვობიდანვე მისცეს სიმამაცისა და გაუტეხელი სულის ნათელი მაგალითი. ამიტომ ვერძისთვის ასეთი დედა მთელი სიცოცხლის მანძილზე ავტორიტეტული და სამაგალითო ფიგურა იქნება.
მორიელი დედა კურო შვილი – ამ ორს შორის ძალიან დიდი მსგავსებაა და ბევრი შეუსაბამობაც. პატარა კუროს შეუძლია დედა მორიელი თავისი სიჯიუტით გააფთრებამდე მიიყვანოს. დედა მორიელს კი მკაცრი დასჯის მეთოდებით, შვილის მხრიდან მისი სრული იგნორის და ჩაკეტილობის საფრთხე ემუქრება. სასურველია, ისევ დედა მორიელმა გადადგას ნაბიჯი შვილისკენ და კომპრომისის, მოფერებისა და ლოიალური მიდგომის გზით აიძულოს იგი პატივი სცეს მის შეხედულებებს.
მორიელი დედა ტყუპი შვილი – საკმაოდ რთული და პრობლემატური კავშირია უფრო მეტად დედა მორიელისთვის. პატარა ტყუპი ქარივით ხასიათცვალებადი, არასტაბილური და მოუსვენარია. ის არ ემორჩილება მორიელის მიერ შემუშავებულ საშინაო დისციპლინას და არც მისი "შხამი" მოქმედებს ამ ჰაეროვან არსებაზე მომაკვდინებლად. ამიტომ მორიელის მცდელობას შვილ ტყუპს როგორმე ჭკუა ასწავლოს, კრახი ემუქრება. უმჯობესია, თავად დედამ ისწავლოს პატარა ტყუპისგან, ის რომ ცხოვრებას უფრო მეტი სიმსუბუქით მოეკიდოს.
მორიელი დედა კირჩხიბი შვილი – ძალიან კარგი, ემოციურად ღრმა და დადებითი კავშირია. მორიელი და კირჩხიბი ერთი და იმავე წყლის სტიქიის წარმომადგენლები არიან. ამიტომ კირჩხიბის ემოციური ბუნება და მისი გამოუხატავი მოთხოვნილებები, დედა მორიელს უთქმელადაც შეუძლია გაიგოს. აქედან გამომდინარე, დედა უქმნის პატარა კიბოს სწორედ იმ დაცულობის შეგრძნებას, რაც მას ასე ძალიან ესაჭიროება, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
მორიელი დედა ლომი შვილი – საკმაოდ რთული, თუმცა საინტერესო კავშირია. მორიელი-ლომი, როგორც ცნობილია კვადრატურის მქონე ნიშნებია, ამიტომ დედა მორიელი ხშირად ეცდება ბოკვერის ამბიციური ბუნება და ზედმეტად ღია ემოციები როგორმე დათრგუნოს ან დააბალანსოს. თუმცა პატარა ლომი დედის მხრიდან მიდგომას "დაიმსახურე და შეგაქებ", კატეგორიული პროტესტის გრძნობით შეხვდება. ამიტომ სასურველია დედა მორიელმა ნაკლებად მიაყენოს შვილის თავმოყვარეობას დარტყმა მსგავსი ტიპის შეხედულებებით. უკეთესია, მან ბოკვერს შემოქმედებითი ან სხვა სახის ნიჭის განვითარებაში შეუწყოს ხელი, რის საფუძველზეც იგი სამომავლოდ უდავოდ დაიმსახურებს დედის მხრიდან აღფრთოვანებას.
მორიელი დედა ქალწული შვილი – საკმაოდ ჰარმონიული კავშირია, იმ შემთხვევაში თუ დედა მორიელი მზად იქნება პატარა ქალწულის მხრიდან გამოთქმული ხშირი (და რაც მთავარია სავსებით იბიექტური) შენიშვნები აიტანოს. სამაგიეროდ, მორიელისთვის ასეთ ბავშვთან ურთიერთობა დიდი გაკვეთილი იქნება და სამომავლოდ დედა-შვილს შორის შეიძლება იდეალური ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. სადაც ორივე მხარე ერთნაირად შეძლებს პატივი სცეს ერთმანეთის შეხედულებებს.
მორიელი დედა სასწორი შვილი – გამომდინარე იქედან, რომ სასწორი მორიელის მომიჯნავე ნიშანს წარმოადგენს, ხშირად ხდება ისე, რომ მათ ერთმანეთის ნიშნის გავლენაც საკმარისი ურევიათ. ამიტომ დედა მორიელის ურთიერთობა პატარა სასწორთან სავსებით შესაძლებელია ჰარმონიული და კარგი იყოს. მთავარია, მორიელმა საკუთარი სიმკაცრითა და დისციპლინისკენ მოთხოვნებით არ დათრგუნოს რბილი, მერყევი და ლოიალური სასწორი. რომლისთვისაც ოდნავ უხეში ტონიც კი ფსიქოლოგიური დისჰარმონიის შეგრძნებას ნიშნავს.
მორიელი დედა მორიელი შვილი – მათ შორის შესაძლოა ჩამოყალიბდეს ან ძალიან კარგი, ან ცუდზე უფრო ცუდი ურთიერთობა. მორიელები მაქსიმალისტები არიან, ამიტომ დედა მორიელმა უნდა გაითვალისწინოს საკუთარი ხასიათის შტრიხები და პატარა მორიელს კუდზე ფეხი არასოდეს დააბიჯოს დაუმსახურებლად, ან მხოლოდ იმიტომ, რომ "ბავშვია და გაუვლის". თუკი იგი ამ უმარტივეს ჭეშმარიტებას გაითვალისწინებს, შეძლებს შვილის სახით საუკეთესო მეგობარი და მოკავშირე აღზარდოს, რომელიც ყოველთვის იქნება მზად მის დასახმარებლად.
მორიელი დედა მშვილდოსანი შვილი – დედა მორიელი პატარების აღზრდისას პირველ რიგში ცდილობს ამ უკანასკნელთ დისციპლინა და პასუხისმგებლობა ასწავლოს. რაც ძალიან რთულად მისაღწევი საქმეა თუკი მას ბედმა პატარა მშვილდოსნის აღზრდა არგუნა წილად. მშვილდოსნის ბუნება ვერ ეგუება შეზღუდვებს, თითის ქნევას ან მენტორულ ტონს. იგი ზედმეტად ქაოსური და დაუკვირვებელია, ამიტომ დედა მორიელს მასთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდება. თუმცა თუ იგი შეეცდება პატარას არა შეზღუდვების, არამედ მეგობრული საუბრის ხარჯზე აუხსნას და გააგებინოს რამე, მშვილდოსანი სიამოვნებით დაუჯერებს მას.
მორიელი დედა თხის რქა შვილი – ერთ-ერთი ჰარმონიული და კარგი კავშირია. თხის რქა ბუნებით ძალიან წააგავს მორიელს, მასავით დისციპლინირებული და წინდახედულია. ამიტომ დედა მორიელს მისი აღზრდა არ გაუჭირდება. პატარა თხის რქა ყოველთვის მოიხიბლება დედის ძლიერი ხასიათითა და გაუტეხელი სულით, რის ხარჯზეც მომავალში მას დედაზე დიდი ავტორიტეტი ალბათ არც არავინ ეყოლება ცხოვრებაში
მორიელი დედა მერწყული შვილი – საკმაოდ პრობლემატური და რთული კავშირია. მერწყულის თავქარიანობა, ექსპერიმენტატორის ბუნება და რაც მთავარია სრული დაუმორჩილებლობა უფროსის (ზოგადად ჭკუის მასწავლებელის) მიმართ, მორიელში არაერთგზის გამოიწვევს გააფთრებას. თუმცა თუ იგი აქცენტს შვილის ნიჭიერებაზე გააკეთებს (რაც პატარა მერწყულებში მცირე ასაკიდანვე შესამჩნევია) სამომავლოდ მისგან მიზანსწრაფულ და წარმატებულ პიროვნებას გაზრდის.
მორიელი დედა თევზები შვილი – ძალიან ჰარმონიული და კარგი კავშირია. დედა მორიელი პატარა თევზს უზრუნველყოფს იმ დოზის ემოციური კომფორტით, რაც ლიფსიტას ჰაერივით ესაჭიროება საიმისოდ, რომ მისგან გაწონასწორებული და ნებისყოფის მქონე პიროვნება გაიზარდოს. პატარა თევზი კი თავის მხრივ, მთელი სიცოცხლის მანძილზე გააღმერთებს დედას, რომლისგან დასამალიც მას არასოდეს არაფერი ექნება.